„დანას ჩემით დავეცი, სოსელია უდანაშაულოა!“- ალასანიას პარტიის წევრის აღიარება?!

exskl

ფოთის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი თამაზ სოსელია თავისუფალია. „ქრონიკა+“-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ბრალი მას შემდეგ მოეხსნა ირაკლი ალასანიას პარტიის წევრს, „თავისუფალი დემოკრატების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რაც მისმა მეზობელმა და თანაპარტიელმა გენადი ბელქანიამ სამართალდამცავებს განუცხადა, რომ: „შელაპარაკებას ადგილი ჰქონდა, მაგრამ თამაზ სოსელიას მისთვის დაზიანება არ მიუყენებია. დანას ჩემით დავეცი და სოსელია უდანაშაულოაო!“

ირაკლი ალასანიას პარტიის წევრებს შორის მომხდარ ინციდენტზე ამ დრომდე საუბრობენ ფოთში, მათ შორის, ადასტურებენ თამაზ სოსელიას მხრიდან გენადი ბელქანიას დაჭრის ფაქტსაც, რადგან დაზარალებული თანაპარტიელს ხელს აფარებს და ე.წ. „კამიკაძეობას“ იჩემებს, ამ ეტაპზე გამოძიებას ფოთის საკრებულოს დეპუტატთან  ნაკლები კითხვები აქვს.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ირაკლი ალასანიას თანაპარტიელებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ, პირველი „ქრონიკა+“ გაავრცელა, სადაც აღვნიშნავდით, რომ: „ფოთის საკრებულოს დეპუტატმა თამაზ სოსელიამ შელაპარაკების ნიადაგზე თავისივე თანაპარტიელი და მეზობელი გენადი ბელქანია დაჭრა. დაზიანება იმდენად სერიოზულია იყო, ბელქანია ქუთაისში ინტერვენციულ კლინიკაში რეანიმობილით გადაიყვანეს. როგორც „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, თამაზ სოსელია ფოთის ყოფილი მერის დავით სარსანიას ყოფილი სიძეა, რომელიც სისასტიკით გამოირჩეოდა ოჯახშიც, რის გამოც სარსანიას და 4 შვილით სახლიდან გაექცა.

ცნობისთვის, თამაზ სოსელია,ირაკლი ალასანიას პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, კოალიციის სიით შევიდა ფოთის ახალი მოწვევის საკრებულოში და სიით მეორე დეპუტატი, რომელიც დღედღეზე თვითმმართველობის სხდომას უნდა დასწრებოდა, ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და მისი დაკითხვა მიმდინარეობს. „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალური წყარო კიდევ ერთ დეტალს უზუსტებს: „მიუხედავად იმისა, რომ თამაზ სოსელია ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარე იყო ფოთში, აქტიურად ეხმარებოდა ნინო ბურჯანაძის პარტიას, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ახლა კი ბურჯანაძის პარტიის მერობის კანდიდატს ფოთში დავით ქანთარიას.“