SPARKLE კლუბში „კაბანა“

10517031_10203555822111565_785553600_n

კლუბში „კაბანა“ ჯგუფის SPARKLE კონცერტი გაიმართება დღეს, 6 ივლისს, 21 საათზე, „კაბანა კლუბში“ გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. ღონისძიება X ფაქტორის ფინალში ჯგუფის SPARKLE მხარდასაჭერად იმართება. უჩვეულო ამპლუაში იქნება „ჯეოსტარის“ გამარჯვებული, მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი – ის კონცერტს წაიყვანს, რა თქმა უნდა იმღერებს კიდეც, ისევე, როგორც ღონისძიების მონაწილე სხვა წარმატებული მომღერლები. სხვათა შორის, კონცერტის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა სატელევიზიო პროექტების მონაწილეა. SPARKLE-ის გასამხნევებლად „კაბანაში“, რომელიც რესტორან „თეთრი სახლის“ ტერიტორიაზე მდებარეობს, ანრი ჯოხაძე, სალომე ქათამაძე, გელა გნოლიძე, ნინი ცნობილაძე, გიორგი ჩიქოვანი, თიკა ჯამბურია, ლევან გვაზავა, ბექა ბროლაძე, მარიამ მახაშვილი, დიმა კობეშავიძე, ეთო გავაშელიშვილი, ლუკა მეტრეველი და კიდევ ბევრი მომღერალი იმღერებს, რა თქმა უნდა სცენას თავად SPARKLE-იც დაიკავებს, რის შემდეგაც სტუმრების განწყობაზე დიჯეი TWIN იზრუნებს.