უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა შეჩერებულია

donbasi

რუსეთსი ფედერაციამ, უკრაინულ მხარეს, ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინელი სამხედროების მიერ დატოვებული სამხედრო ტექნიკის გადაცემა შეუჩერა. განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწებაში გადაწვეტილებას შემდეგნაირად ხსნიან: ,,უკრაინის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის მიმართ სისხლიან სადამსჯელო ოპერაციას აწარმოებს, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები, მოხუცები და ქალები იღუპებიან. ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას ჩვენს მიერ უკრაინის არმიისათვის დაბრუნებული სამხედრო არსენალი, ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისათვის გამოიყენოს. როგორც კი შეწყდება შეიარაღებული დაპირისპირება და უკრაინის ხელისუფლება სამშვიდობო პროცესზე გადავა , ჩვენ აღნიშნულ პირობებს დაუყოვნებლივ აღვადგენთ” ნათქვამია განცხადებაში.