კოტე გაბაშვილის და ლევან ბეჟაშვილის ადგილსამყოფელი ცნობილია!

qwqw

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებული „ნაცმოძრაობის“ წევრები კოტე გაბაშვილი და ლევან ბეჟაშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილნი. ამ დროისათვის სასამართლოს ეზოში მდგომარეობა შედარებით განმუხტულია, საზოგადოებრივ წესრიგს სამართალდამცავების გაძლიერებული დანაყოფები აკონტროლებენ.