ნატო უკრაინას საბჭოური წარმოების იარაღს გადასცემს

svet-Kalasnikov

რუსეთის ხელისუფლების ვიცე პრემიერის დიმიტრი როგოზინის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი და ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინას საბჭოური წარმოების იარაღს გადასცემს, რომელიც საბჭოთა ჯარების ევროპის ტეირტორიის დატოვების შემდეგ კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში დარჩა. ,,უკრაინაში გაუმართავი იარაღის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, უკრაინას საბჭოთა კავშირის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში დატოვებულ იარაღის არსენალს გადასცემს და ამ ნაბიჯით ,,ახალ ნატოელებს” სამხედრო თანამშრომლობის პროგრამით ,,ვალს”გაუსტუმრებს. რათქმა უნდა ნატო ამ ნაბიჯით კიდევ ერთ ,,წარმატებულ პროექტს” განახორციელებს ცინიკურად აცხადებს როგოზინი.