ურუგვაელი სუარესი 90 მილიონ ევროდ ,,კატალონიის ბარსელონას” საკუთრება გახდა

suarez

ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა ,,ბარსელონამ” ინგლისის ,,ლივერპულთან” ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორვარდის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაასრულა და როგორც ცნობილი გახდა კატალონიელები 27 წლის ფეხბურთელში 90 მილიონ ევროს გადაიხდიან. გარიგების ნაწილის დღის წესრიგიდან ჩილელი თავდამსხმელის ალიქსი სანჩესის შესაძლო ბარტერი მოიხსნა. თავად სანჩესი არსენალის რიგებში გადასვლას გეგმავს. ,,ბარსელონას” ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი ფიფას მიერ სუარესის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უშინდებიან, რადგან ურუგვაელ ფორვარდს სამედიცინო შემოწმების გავლის და გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება არ შეჩერებია, მას მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში ცხრა მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. გასული სეზონის ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი უპირობო ლიდერი 31 გატანილი გოლით, სწორედ სუარესი გახდა.