წერასატანილები!!!

sasaas

ის, რომ ჩემ წინააღმდეგ „ასავალ-დასავალის“ სპეცნომერი მზადდებოდა,  ჯერ კიდევ, ერთი კვირის წინ ვიცოდი და ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დავწერე კიდეც.

გაზეთის რედაქტორზე, ლაშა ნადარეიშვილზე, დიდი წარმოდგენა არასოდეს მქონია, არც მაშინ, როცა „რეპორტიორის“ ეზოში ქართული ჟურნალისტიკის სინდისს მიწოდებდა და ამის აუდიოჩანაწერი არსებობს, არც მაშინ, როცა გაზეთის ადვოკატის შიმშილობას ნინო გიორგობიანის ზარის შემდეგ შეუცვალა გეზი და „თიბისი“ ბანკთან გადაამისამართა და არც მაშინ, როცა პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ღია წერილი წინასწარ გამომიგზავნა და წამაკითხა. ასეთებს პრინციპები არ გააჩნიათ, უპრინციპო ადამიანები კი ჩემს პატივისცემას არასოდეს იმსახურებდნენ, ის ჩვეულებრივი მედროვეა, მისთვის იგორ გიორგაძისა და ვანო ჩხარტიშვილის ფულს სუნი არ უდის (სწორედ „ქრონიკა+“-ის დღევანდელი ნომრიდან შეიტყობს ლაშა ნადარეიშვილი, თუ უკვე არ იცის, რომ მისმა დიდი ხნის მეგობარმა და „დამკვეთმა“, ვანო ჩხარტიშვილმა, ლონდონში სასამართლო პროცესი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან უკვე წააგო და ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას მთელი მისი კაპიტალის გადახდა ინა გუდავაძისთვის მოუწევს).

მართალია, ჩემი ინტერვიუებით ნადარეიშვილმა სარფიანად ივაჭრა, საბოლოოდ იმასაც მიაღწია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ის შაბათ დღეს კანცელარიაში ინკოგნიტოდ მიიღო (მთავრობასთან ასეთი ურთიერთობა ყოფილა მისი ოცნება და აიხდინა კიდეც), მაგრამ ნადარეიშვილს ახალი ფინანსური დამკვეთის მოძებნა მაინც მოუწევს, რადგან კახელები ჩემს ლანძღვაში დიდი ხანია, ფულს აღარ იხდიან.

რაც შეეხება გაზეთის ე. წ. სპეცნომრის რესპონდენტებს _ ცნობილ წამლის ბარიგას ქეთევან ზარნაძეს, ამ ჯერზე, მოსკოვში მცხოვრები ზაზა გაბედავა და ე. წ. პოლიტპატიმარი რამაზ გაგნიძე დაემატნენ. ახალი არაფერი, გარდა იმისა, რომ ზაზა გაბედავა იმ ხალხის დაჭერას ითხოვს, ვინც მე ინფორმაციას მაწვდის.

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ… ზაზა გაბედავა რომ ჩემი ინფორმატორების ათეულშია?

მან მომაწოდა, თავის დროზე, მასალები „ნაცების“ გეგმაზე და ფოთის პორტის გაფიცვაზე, რომელიც მე „ქრონიკა+“-ში გამოვაქვეყნე კიდეც, ასევე ვლადიმერ ხომერიკის, ლადო ბედუკაძისა და სხვების აუდიოჩანაწერები, რომელსაც პირადად იწერდა. ყველა ფაქტი ჩემი სკაიპის მეშვეობით მივიღე და ჩემს კომპიუტერში ინახება. ვთხოვდი თუ არა მას ლაშა ამირეჯიბის ფეისბუქის გატეხვას? დავიჯერო, ასეთი ბრიყვი ვგონივარ ვინმეს, რომ ეს სკაიპზე ან ფეისბუქში მიმეწერა ვინმესთვის და თან ისეთი ცნობილი პროვოკატორისთვის,  როგორიც ზაზა გაბედავაა? გაბედავა მას შემდეგ დავბლოკე, რაც შუაღამის სამ საათზე „ფეისბუქის“ პირადი გვერდი გამიტეხა, ამის მერე მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია შევწყვიტე, მივხვდი რა, რომ ჩემთვის მორიგი პროვოკაციის მოწყობას აპირებდა.

მოკლედ, თუ ვინმე ჩემი ინფორმატორების დაჭერას გადაწყვეტს, გაითვალისწინეთ, რომ მათ შორის ზაზა გაბედავაცაა _ ჩანაწერებით ლადო ბედუკაძეზე, ვლადიმერ ხომერიკზე, ვიქტორ ჭელიძეზე და სხვებზე…

ორიოდე სიტყვა ე. წ. პოლიტპატიმარ რამაზ გაგნიძეზეც უნდა ვთქვა: სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ გაგნიძე პოლიტპატიმარი არ არის, ის, უბრალოდ, ამას იბრალებს. მეტიც, ის ყოფილი ზონდერი და მარტივად თუ შევაფასებ, მოქმედი კურდღელია (ამის დასტურად ის ვიდეოფირიც კმარა, რომელიც რუსთავის ავტობაზრობიდან გავრცელდა: ნიკა მელია გაგანიძეს თავზე ახურავდა და იგი საპასუხოდ არათუ გაექაჩა, სიტყვაც ვერ შეუბრუნა. ატუზული ისმენდა მელიას `პრავების კაჩავს”). კიდევ უკეთესი წარმოდგენა რომ გქონდეთ გაგნიძის მორალზე, გეტყვით, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ დედას და შვილს უჩივის საცხოვრებელი ფართის გამო!!! აქ, მგონი, წერტილი უნდა დავსვა, მაგრამ რამაზ გაგნიძეს საჯაროდ, ხმამაღლა ვეუბნები: ხელები შორს ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, ზვიად ბერაძისაგან!!!

ხელები შორს!!!

ჩემი და ზვიადის მეგობრობა შენნაირი ბინძური ადამიანების გასარჩევი არ არის!!!

ჩამოხვალ თებერვალში ზვიადის დაბადების დღეზე ქუთაისში და პირობას გაძლევ, სახალხოდ გადაგაყლაპებ შენს ინტერვიუს, სწორედ იმ ადამიანების თანდასწრებით, რომლებმაც ჩემი და ზვიად ბერაძის მეგობრობის ისტორია იციან!!!

კარგად დაიმახსოვრე!!!

თოფურიძის აგენტის, ქეთევან ზარნაძის ვნებები არ ახალია _ ახალი არც არაფერი უთქვამს.

ის, რომ ქ-ნი ქეთევანი ნარკოტიკების რეალიზატორია, ეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გარდა, იმ ჩანაწერებითაც დასტურდება, რომელიც მისი ბინის შესასვლელთან იყო დამონტაჟებული. ფირზე ზარნაძის მიერ ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტებია აღბეჭდილი, ამ დღეებში პირადად შევხვდი „თელასის“ იმ „თანამშრომელს“, რომელმაც ზარნაძის ბინის შესასვლელთან დენის უწყვეტ წყაროში ვიდეოკამერა დაამონტაჟა. მის ნაამბობს ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტებთან ერთად გზადაგზა შემოგთავაზებთ. ქეთევან ზარნაძეს „ახალი“ ამერიკა აღმოუჩენია. თურმე ჩემი შვილი ორჯერაა ნასამართლევი ნარკოტიკებისთვის. წამლის ბარიგას რომ ყველგან ნარკოტიკები ელანდება, უცხო არ არის, მაგრამ როდის დავმალე, რომ ჩემი შვილი ორჯერ ნასამართლევია? ნარკოტიკები თვით იმ ვანო მერაბიშვილმაც ვერ გარისკა, რომლის თანამშრომლობასაც ასე ჯიუტად მაბრალებენ ამავე სპეცნომერში. ჩემი შვილი ორჯერ ნამდვილად არის ნასამართლევი, ორივეჯერ მარიხუანას მოხმარებისთვის, ისიც იმის გამო, რომ მე ჩემს პრინციპებზე უარი არ მითქვამს. კიდევ ერთხელ მინდა, სოსო თოფურიძის ცნობილ აგენტს, ქეთევან ზარნაძეს შევახსენო _ პრინციპებზე უარი რომ მეთქვა, არც ჩემი ქმარი წამოვიდოდა სამსახურიდან, არც ჩემს შვილს დაიჭერდნენ და მეც უზრუნველად ვიცხოვრებდი, მაგრამ ეს გზა ჩემი არჩევანია და თქვენგან განსხვავებით, არასოდეს ვიქნები ვინმეს მონა!!!

არავის დაკრულზე არ ვიცეკვებ და არავის დაკვეთებზე არ ვიმუშავებ, ამიტომაცაა „ქრონიკა+“ ასეთი სამართლიანი და ობიექტური. გაზეთიდან წასული თანამშრომლებიც ვერ ამბობენ იმას, რომ მათი რომელიმე მასალა დაიბლოკა.

ლაშა ამირეჯიბიც გამოჩენილა ასპარეზზე _ თურმე, სჯერა, რომ მე მისი ფეისბუქის გატეხვა მინდოდა და ამისთვის დახმარება მოსკოვში ზაზა გაბედავასთვის მითხოვია.

რა ქენი, ჩუკია, ეს?!! რა გინდოდა, რატომ გამახსენე თავი?

კაცი, რომელმაც საკუთარი მამის მეგობრის სახლში ჩამწერი ჩაიდო ჯიბეში და გელა ხვედელიძე ჩაწერა; კაცი, რომელსაც მთელ თბილისში ერიდებიან, იმიტომ რომ ჩამწერებით დადის და არ ენდობიან; კაცი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ მისი ჩანაწერი მოსმენადი სწორედ ჩემმა მეგობარმა „კომპიუტერშიკებმა“ აქციეს; კაცი, რომელსაც პოლიტპატიმრები ბრალს სდებენ იმაში, რომ მათი სახელით ისპეკულანტა, პრემიერის სიმამრს პოლიტპატიმრების „იაჩეიკების“ შექმნისათვის 20 000 $ გამოართვა და ფული შეჭამა; კაცი, რომლის „კუდის“ ხელწერილი ჩემთან ინახება და არ გამოვაქვეყნე მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისის სახელს გავუფრთხილდი, _ ჩემი სახელის ხსენებას ბედავს!!!

ახლა კარგად მომისმინე, ლაშა ხარ თუ ჩუკია:

ეტყობა, დაგავიწყდა და უნდა გაგახსენო, _ შენ ხარ ის კაცი, რომელმაც „ქრონიკა+“-ის ოფისში შავი მეხსიერების ბარათით („ფლეშკით“) ეკა ბესელიას და სხვა მეოცნებეების პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები მოიტანე, რომელიც ფეშქაშად „კუდის“ რომელიღაც თანამშრომელმა გადმოგცა. ეს შენ აპირებდი ამ ხალხისთვის შანტაჟის მოწყობას და „ქრონიკა+“-ის ოფისიდან კინწისკვრით გაგიძახეს იმიტომ, რომ ბოლოს კამერაჩართული ჩემს ჩასაწერად მოხვედი. ჰოდა, ახლა გინდა დაიჯერე და გინდა _ არა, რომ შენი ფეისბუქის გატეხვას ვინმეს ვავალებდი. კაცად შენ არ ვარგიხარ და მეგობრად, აღარც ზვიად ჯანყარაშვილს სჭირდები სხვებისთვის შანტაჟების მოსაწყობად და „ლაგუნა ვერესთან“ „გალფის“ ბენზოგასამართ სადგურზეც დიდი ხანია, კაფე დაგიკეტეს. აქვე ისიც უნდა გაგახსენო, რომ კურდღელი ხარ, _ საქმე საქმეზე რომ მიდგა, გია ხუხაშვილს მოურიგდი სასამართლო პროცესზე და რაც მასზე გიწერია, ყველაფერი უარყავი. შენგან განსხვავებით, არც არაფრის უარყოფას ვაპირებ, დაწყებულ ბრძოლასაც ბოლომდე მივიყვან, როგორც ეს სხვა შემთხვევებში მოხდა. ვიცი, რომ ეს ძნელი გზაა, ვიცი, რომ ამ გზაზე შენნაირი გარეწარი ბევრი შემხვდება, მაგრამ არა უშავს. ისე, გაფრთხილებ, სადმე არ გადამეყარო და ჩემკენ ხელის ჩამოსართმევად არ გამოიწიო, ხალხში საჯაროდ შეგარცხვენ!!! მერე წადი და არკვიე, ქურდულია შენი საქციელი თუ ბოზური!

და ბოლოს, ქ-ნი ვიცე-სპიკერი, რომლის მონაწილეობაც ე. წ. კოკაინის სკანდალში და ალექსანდრე ელისაშვილისთვის გაგზავნილი ისტერიული მესიჯების არსებობაც დოკუმენტურად დასტურდება დღევანდელ ნომერში.

ქ-ნი მანანა, რომლის მორალზეც ყველაზე კარგი წარმოდგენა ბიძინა ივანიშვილს აქვს, მე მდებს ბრალს ამორალობაში, `Каждый судит по мере своей испорченности!~, _ ზუსტად ასეა ქ-ნი ვიცე სპიკერის საქმე.

ზემოთ ბიძინა ივანიშვილი ვახსენე და იმედია, ქ-ნ დეპუტატს კარგად ახსოვს, როგორ დაიბარა კოალიციის ლიდერმა საკუთარ კაბინეტში, როგორ აჩვენა ფირები და როგორ უთხრა ცნობილი ფრაზა, _ მე შენ პატიოსანი ქალი მაგონეო… რომელიც კარგა ხანია, გასცდა კოალიცია „ქართული ოცნების“ კედლებს… იმედია, ქ-ნ მანანას ისიც ახსოვს, როგორ სთხოვდა საჯაროდ მისი მეუღლის შვილი: მამაჩემისგან 2003 წლის ალიმენტი მერგება და თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთო. როგორც წესი, მათგან განსხვავებით, ჩვევად არ მაქვს სხვის პირადში ქექვა, მაგრამ ბოლო დროს ამ ზნედაცემული ადამიანებიდან სიბინძურის ისეთი ნიაღვარი მოდის, ეტყობა, ყველა მათგანს საკუთარი ამორალობა პერიოდულად უნდა შეახსენო, რადგან სხვაგვარად ვერ იგებენ.

რაც შეეხება მანანა კობახიძის მხრიდან პოლიტიკური პროსტიტუციის კლასიკურ მაგალითს _ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთია, რომ საკუთარი ოჯახის წევრების დასაქმებაზე იზრუნა და მეორეა, რის სანაცვლოდ: აფხაზეთის მაშინდელ მთავრობაში მანანა კობახიძემ საკუთარი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაასაქმა, სანაცვლოდ, მთავრობის მაშინდელ მეთაურს გარანტია მისცა, ბაჩო და დათა ახალაიას საქმეზე მას ჩვენებას არ მიაცემინებდა. გამოდით ახლა და მორალზე მელაპარაკეთ, ქ-ნო მანანა!!!

რაც შეეხება მანანა კობახიძის მხრიდან  პოლიტიკური პროსტიტუციის მეორე კლასიკურ მაგალითს _ ის ადეიშვილის პროკურატურის დავალებით ციხეში პოლიტპატიმარ ზვიად ბერაძეს ესტუმრა და საპროცესო გარიგება შესთავაზა. ჩემი გარდაცვლილი მეგობარი რიგითი პოლიტპატიმარი არ იყო, ის გახლდათ ნინო ბურჯანაძის დეიდაშვილი, მისი გატეხვა კი უფრო პოლიტიკური აქტი იყო. ჩემმა მეგობარმა ღირსეულად გაუძლო ამ გამოწვევას და მანანა კობახიძემ ადეიშვილის პროკურატურის დავალება ვერ შეასრულა, თუმცა მისი მორალი, უფრო ზუსტად, ამორალობა მოგვიანებით მაინც გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ 26 მაისის პატიმრების ადვოკატი იყო, ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ გამეტებით ელანძღა ნინო ბურჯანაძე.

რაც შეეხება, როგორი მეგობარია მანანა კობახიძე, ამის დასტურად ნათია კორკოტაძის ის ინტერვიუც კმარა, რომელიც „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა და სადაც მისი მეგობარი ადვოკატი ყვებოდა, თანამდებობაზე მოსვლის დღესვე როგორ აღარ პასუხობდა მეგობრის ზარებს, მოგვიანებით კი „მორალურმა“ კობახიძემ რომელიღაც გაზეთში დაწერა, რომ ნათია კორკოტაძემ მას შვილის დასაქმება სთხოვა.

სხვათა შორის, ქ-ნ კობახიძესთან ურთიერთობა სწორედ ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გამიფუჭდა, თორემ მანამდე ჩემი ტელეფონის ნომერიც კარგად იცოდა და პერიოდულად, მირეკავდა კიდეც.

დღეს კი ქალი, რომელიც „კოკაინის სკანდალის“ მონაწილე ბარიგების მფარველია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რომელიც ზეგავლენით ვაჭრობდა და მხოლოდ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ლობირებდა, ქალი, რომელმაც, როგორც ამბობენ, „ლუკოილის“ შეფს, ზაზა ქათამაძეს, სპორტის სასახლესთან ბინა დააწერა და ფული ჯერ არ გადაუხდია, ქალი, რომლის ამორალობაზე ყველაზე კარგი წარმოდგენა სწორედ ბიძინა ივანიშვილს აქვს, მე მიწუნებს მორალს!!!

მოკლედ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. „ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ნაცოდვილარში ახალი რაც გავიგე, ის არის, რომ, თურმე, ზაზა გაბედავას ლაშა ამირეჯიბის ფეისბუქის გატეხვას ვთხოვდი.

კიდევ ერთხელ უნდა დაგცინოთ, _ სულ ეს ხართ?

ამას ამზადებდით ერთი კვირა?

კიდევ ერთხელ საჯაროდ გეუბნებით: ბუნებაში არ არსებობს კომპრომატი, რომელიც შემაშინებს, არ არსებობდა არც „კუდის“ დროს და არ იარსებებს არც „სუსის“ დროს.

ამ ბრძოლას კი, რომელიც დავიწყე, აუცილებლად ბოლომდე მივიყვან!!! ადრე მოგწყენიათ, ქალბატონებო და ბატონებო!!!

ჩვენ ამ ომს მოვიგებთ!!!

 

P.S. თუ ლაშა ნადარეიშვილს სურვილი აქვს გაიგოს, რას ნიშნავს სპეცნომერი, ყურადღებით გაეცნოს `ქრონიკა+”-ის დღევანდელ ნომერს.

პროფესიონალიზმი ფაქტების და დოკუმენტების სიზუსტეს ნიშნავს და არა `ასავალ-დასავალის” დღევანდელ ჭორაობას.

 

                                                                     ელისო კილაძე