უკრაინის არმია ლუგანსკს ამერიკულ ბომბებს უშენს!?

wqw

ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ვლადიმერ ინოგოროდსკის განცხადებით, უკრაინის არმიამ ლუგანსკის დაბომბვის დროს ამერიკული წარმოების ბომბები გამოიყენა. წერს RT. ,,შენობებს, რომლებსაც აღნიშნული ბომბები მოხვდა, მაშველები ცეცხლს დიდი ხნის განმავლობაში ვერ აქრობდნენ. თავდაპირველად სამაშველო სამსახური დაიბნა, როდესაც ადგილზე სპეციალისტები მივიდნენ, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მათი თქმით, უკრაინის არმიამ ამერიკული წარმოების ბომბები გამოიყენა, რომლებიც აფეთქებისა და ნგრევის გარდა, დაბომბილ ტერიტორიაზე ხანძარსაც აჩენს. მის ლოკალიზებას კი, მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობა ჭირდება”- ინოგოროდსკის სიტყვების ციტირებას სააგენტო РИА Новост ახდენს.