ერაყელმა ტერორისტებმა ხალიფატის შექმნა გამოაცხადეს

ქქ1

რადიკალუყრმა დაჯგუფებამ ,,ერაყისა და ლევანტას ისლამისტურმა სახელმწიფომ”, რომელმაც ერაყის ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი ხელში ჩაიგდო და ასევე მეზობელი სირიის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილსაც აკონტროლებს, ხალიფატის შექმნა გამოაცხადა. ინფორმაციას საააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციაში, რომელიც ისლამისტურმა ორგანიზაციამ საკუთარი Twitter-ის გვერდზე გაავრცელა, მოუწოდებენ მსოფლიოს მუსულმანურ სამყაროს, ხალიფატს ერთგულება გამოუცხადონ. თავად ორგანიზაცია ,,ისლამისტურ სახელმწიფოდ” გარდაქმნას იმედოვნებს და ახალი წარმონაქმის მეთაურად დაჯგუფების ლიდერი აბუ ბაქარ-ბაღდადი წარადგინა. ,,ეს ნაბიჯი ჩვენი ერთგული მეგობრებისათვის (ალ ქაიდა) სიგნალია, ახლა სპარსეთის ყურეს ჭირდება პატრონი, ჩვენ მოვდივართ და სხვისი არაფერი არ გვინდა, ავიღებთ მხოლოდ მას რაც გვეკუთვნის” აცხადებენ რადიკალური ორგანიზაციის ლიდერები. ბოევიკებმა ივნისის დასაწყისში მეზობელი სირიის ტერიტორიები და ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს. ამჟამად ტერორისტული ორგანიზაცია ბაღდადის შტურმისათვის ემზადება. აღსანიშანვია, რომ აღნიშნული რადიკალური ორგანიზაციის მეომრები რამოდენიმე წლის მანძილზე სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ.