დონეცკში რუსეთის პირველი არხის ოპერატორი მოკლეს

qq

რუსეთის პირველი არხის ოპერატორი ანატოლი კლიანი დონეცკში მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია გვიან ღამით გავრცელდა, დილით კი ტელევიზიის ხელმძღვანელობამ საინფორმაციო გამოშვების მსვლელობის დროს, საკუთარი თანამშრომლის ტრაგიკული დაღუპვა ოფიციალურად დაადასტურა. ,,გასულ ღამეს დონეცკში ჩვენი არხის ოპერატორი მოკლეს. ის 68 წლის იყო, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი და ერთგული მეგობარი. როდესაც კორესპონდენტმა ჰაერში გამაფრთხილებელი განგაშის მაუწყებელი რაკეტა შეამჩნია, ოპერატორს დაუძახა გადაეღო, კამერის ჩართვისთანავე ანატოლის მუცელში სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა” იუწყება რუსეთის პირველი არხი. ოპერატორის უკანასკნელი სიტყვები კამერაზეა აღბეჭდილი. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, აცხადებს დონეცკის ,,სახალხო რესპუბილიკის” პრემიერ მინისტრი რავილ ხალიკოვი.