ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ქომაგი პენალტების სერიის დროს გულის ინფარქტით გარდაიცვალა

ბრა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ქომაგი, გუშინ გამართული მერვედფინალური მატჩის ტელერეპორტაჟის ყურების დროს გულის ინფარქტით გარდაიცვალა. 69 წლის პენსიონერი ძირითადი დროის დამთავრების შემდეგ, რომელიც ანგარიშით 1-1 დამთავრდა, ცუდად გახდა. როგორც გაირკვა გარდაცვლილი ქომაგი საფეხბურთი ტელერეპორტაჟს მეზობლებთან ერთად ეზოში უცქერდა, პენალტების სერიის დაწყებისთანავე,  რომელიც საკმაოდ დრამატულად წარიმართა, მოხუც ქომაგს გული წაუვიდა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გულწასული ფანატი საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse – ი ავრცელებს.