მთავარი მსოფლიო სერგეი ლავროვი: „ოკეანის გაღმა გარკვეულ ძალებს უკრაინაში მშვიდობა არ სჭირდებათ“

სერგეი ლავროვი: „ოკეანის გაღმა გარკვეულ ძალებს უკრაინაში მშვიდობა არ სჭირდებათ“

12301
0
გაზიარება

2

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ხელისუფლებას, კონფლიქტის კონფრონტაციისაკენ უთითებს. ,,ოკეანის გაღმა არიან პარტნიორები, რომლებიც ამერიკელ კოლეგებს უკრაინის კონფლიქტის გრძელვადიან გეგმას სთავაზობენ. უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა თითქოს დაიწყო მშვიდობისაკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ მწარე რეალობა გვიჩვენებს, რომ უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც ეს არ სურთ. ჩვენ ხელთ უამრავი მტკიცებლება გვაქვს, რომელთა მიხედვით მტკიცდება დასავლეთის მიერ კონტროლირებად, გარკვეულ ძალთა მიერ პროცესებში უხეში ჩარევა, შედეგად აღნიშნული პრობლემა საკმაოდ შორს, გაურკვეველი მიმართულებით მიდის. ხელისუფლება ,,მემარჯვენე სექტორის“ მძევალია. იგორ კოლომოისკის მიერ დაფინანსებული ბატალიონები სინამდვილეში მშვიდობის უზრუნველსაყოფად არ შეიქმნა“ – ლავროვის სიტყვების ციტირებას სააგენტო РИА «Новости» აკეთებს.

დატოვეთ კომენტარი