FIFA – მ ამერიკის სენატს, ბლატერის დაკითხვაზე უარი განუცხადა

fif

FIFA-მ, ორგანიზაციის პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის მოწმის სტატუსით დაკითხვის მოთხოვნას, ამერიკის სენატის კომისიას უარი განუცხადა. აღნიშნული განცხადება, სენატორ ჯერი მორანის წარმომადგენელმა, გარეტ ტერნეტმა გააკეთა. ,,ჩვენ მივმართეთ ორგანიზაციას მოთხოვნით, რომ იოზეფ ბლატერი, მოწმის სტატუსით დაგვეკითხა, თუმცა FIFA-მ ჩვენს მოთხოვნაზე მკაცრი უარი განაცხადა” – ტერნერის სიტყვების ციტირებას, სააგენტო Reuters-ი აკეთებს. სენატორის წარმომადგენელს, არ დაუკონკრეტებია, თუ რითი იყო გამოწვეული მათ მიერ გაგზავნილ მოთხოვნაზე მიღებული უარი. რაც შეეხება ბლატერს, ის FIFA-ს 1998 წლიდან უდგას სათავეში. მიმდინარე წლის 29 მაისს ბლატერი, კორუფციული სკანდალის ფონზე, ორგანიზაციის პრეზიდენტად, მეხუთე ვადით აირჩიეს. გამოძიების წარმართვა საკუთარ თავზე, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ აიღო. პროცესის გამჭირვალეობის მოტივით, აღნიშნული საქმის გარშემო მოსმენებს, ამერიკის სენატის კომისია ხელმძღვანელობს.