რენატ ახმეტოვი: „დონბასის დაბომბვა არ შეიძლება, ხალხს მშვიდობა ჭირდება“

12

უკრაინელი ოლიგარქის რენატ ახმეტოვის განცხადებით, დონბასს მშვიდობა სჭირდება და ვინც ამ მშვიდობას დაამყარებს ის იქნება ყველაზე მამაცი და ერთგული ადამიანი. ,,დონბასის დაბომბვა არ შეიძლება, რეგიონს მშვიდობა სჭირდება. პირველ ამოცანად რეგიონიდან სამხედრო კონტინგეტის გაყვანა რჩება, იარაღი უნდა დაყაროს ყველამ და მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მივუსხდეთ. საკმარისზე მეტი სისხლი დაიღვარა. დონბასი ჩემს გულშია და იქ თუკი რაიმე ცუდი ხდება მე სული მტკივა. რეგიონში მშვიდობის დამყარებას რჩეული ადამიანი სჭირდება. მე ასეთი არ ვარ, აუცილებელია დიალოგი, ხალხს სანახაობა და პროცესი არაფერში სჭირდება, ხალხს მშვიდობა უნდა” – რენატ ახმეტოვის სიტყვების ციტირებას სააგენტო РИА Новости აკეთებს.