კრიზისული სიტუაციების ოპერატიული ცენტრი სტიქიის დროს პრემიერის დაქვემდებარებაში გადადის!!!

midi

19 გარდაცვლილი, 3 უგზო-უკვლოდ დაკარგული, 43 დაშავებული და 200-ზე მეტი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი, _ ასე გამოიხატება ციფრებში  თბილისში 2015 წლის 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედია.

ის, რომ მთავრობა მსგავსი მასშტაბის სტიქიისთვის მზად არ იყო, 13 ივნისის ტრაგედიის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, _ არ არსებობდა უწყებებს შორის კოორდინაცია, ხშირად სტიქიური უბედურების ზონაში მაშველებზე ადრე ჟურნალისტები მიდიოდნენ, ელემენტარულად, არ შექმნილა მედიაცენტრიც კი, რომელიც მოსახლეობისთვის გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფდა. არადა, საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 6 იანვრის #38 დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და დამტკიცდა საბჭოს დებულება. საბჭოს მუდმივი წევრები პრემიერ-მინისტრთან ერთად არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები. დებულების მიხედვით, კრიზისების მართვის საბჭოს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა წინადადებების შემუშავება მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად, ან აღმოსაფხვრელად. ამავე დებულების მეშვიდე მუხლში წერია, რომ კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შემადგენლობაშია კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროს (ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა, შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობა, სტიქიური კატაკლიზმები და სხვა სახის კრიზისი) გადადის პირადად პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში.

 

კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი:

1. ამზადებს კრიზისული სიტუაციებიდან გამოსვლის პროექტებს;

2. კრიზისული სიტუაციების დროს ახდენს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებას;

3. ქმნის და აწარმოებს კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრის საინფორმაციო ბანკს.

 

ჩვენ არ ვიცით წაკითხული აქვს თუ არა მთავრობის მეთაურს საკუთარი დადგენილება, მაგრამ ზემოთ მოყვანილი პუნქტები ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოში შექმნილი ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის დროს პასუხისმგებელი პირი გახლავთ მთავრობის მეთაური და ნებისმიერი სპეკულაციები, მათ შორის, ზოოპარკის დირექტორის ინფორმაციებზე უპირობო დაყრდნობა და თუნდაც პრემიერის მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიტიკა სრულიად უადგილოა. საინფორმაციო ბანკის შექმნა სწორედ ანტიკრიზისული საბჭოს კრიზისების მართვის ოპერატიულ ცენტრს ევალება!!!

13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკის დირექტორის დაკითხვაზე დაბარება პასუხისმგებლობისგან გაქცევის ერთადერთი მცდელობა არ ყოფილა. 14 ივნისს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი მოყვა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იქნება, მდინარე ვერის ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გამოკვლეული იყო თუ არა ადგილმდებარეობა, გაითვალისწინეს თუ არა მოსალოდნელი რისკები და მშენებლობისას დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები, _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც კი ცხადია, რომ ხელისუფლება ისრების გადატანას გიგი უგულავასკენ აპირებს, მით უფრო მაშინ, როცა უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო გიგი უგულავას სარჩელი (ამის შესახებ „ქრონიკა+“ ექსკლუზიურად უკვე წერდა). პროკურატურას ამ ამოცანის შესრულება ნამდვილად გაუჭირდება და რატომ, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

შპს „საქგზათა სამეცნიერო კვლევითი და საწარმოო ტექნოლოგიური კომპლექსური ინსტიტუტი საგგზამეცნიერება“ _ არსებობს ასეთი ორგანიზაცია, რომელმაც გიგი უგულავას დროს ე. წ. ახალი გზის პროექტირება განახორციელა. ამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თამაზ შილაკაძეა. ორგანიზაციის სატენდერო ისტორია 2011 წლიდან იწყება.

2011 წლის თებერვალში ორგანიზაციამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საინჟინრო-საპროექტო მომსახურება გაუწია საერთო ღირებულებით 97 000 ლარი; იმავე წლის აპრილში გზების დეპარტამენტში ტექნიკური შემოწმების სფეროში 2 262 116 ლარის ტენდერი მოიგო; ასევე, 2011 წლის მაისში, თბილისის მერიაში 499 800 ლარის ტენდერი საინჟინრო-საპროექტო მომსახურებაზე; აგვისტოში კი ისევ საავტომობილო გზების დეპარტამენტში საინჟინრო-ტექნიკური მომსახურების 1 99800 ლარის ტენდერი მოიგო.

„საქგზამეცნიერების“ წარმატებული საქმიანობა 2012 წელსაც გაგრძელდა, _ ორგანიზაციამ გზების დეპარტამენტს 2012 წლის მარტში 950000 ლარის, თბილისის მერიას 2012 წლის აპრილში 198000 ლარის, 2012 წლის მაისში ისევ გზების დეპარტამენტს 250 000 ლარის საინჟინრო-საპროექტო მომსახურება გაუწია. 2012 წლის ივნისში გზების დეპარტამენტში 197 221 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო ამჯერად ტექნიკური შემოწმების სფეროში, ამავე წელს აღნიშნული კომპანია თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობასაც დაეხმარა.

 

2012.09.09

საინჟინრო-საპროექტო მომსახურება

გლდანი ნაძალადევის რაიონის გამგეობა

19 000 ლარი.

თამაზ შილაკაძეს არც „ოცნების“ ხელისუფლებასთან სიტუაციის დალაგება გასჭირვებია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა ზაქარია ხუნძაყიშვილი, ხოლო მოადგილედ და მაკონტროლებლად მას პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ახლო ნათესავი, წარსულში კორუფციისთვის ნასამართლები პირი, იოსებ ქადაგიშვილი დაუნიშნეს. თამაზ შილაკაძე სწორედ იოსებ ქადაგიშვილის სიმამრის ახლო მეგობარია.

 

ახალი ხელისუფლების პირობებში „საქგზამეცნიერების“ მიერ მოგებული ტენდერების ნუსხა ასე გამოიყურება:

 

11.08.2013

ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

294 561 ლარი;

 

21.03.2013

საინჟინრო-საპროექტო მომსახურება.

ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობა.

3999 ლარი;

 

01.04.2013

საინჟინრო-საპროექტო მომსახურება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

72 000 ლარი;

 

24.04.2013

საინჟინრო-საპროექტო მომსახურება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

260 000 ლარი;

 

07.05.2013

საინჟინრო მომსახურებები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

30 000 ლარი;

 

10.05.2013

საინჟინრო მომსახურებები.

დმანისის მუნიციპალიტეტი.

12 000 ლარი;

 

16.07.2013

ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

42 857 ლარი;

 

17.01.2014

ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

499644 ლარი;

 

13.012014

მზარდი კონსტრუქციების შემოწმება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

13 000 ლარი;

 

27.02.2014

საინჟინრო მომსახურება.

ვაკის რაიონის გამგეობა.

29 999 ლარი;

 

25.05.2014

საინჟინრო-საპროექტო მომსახურება.

ქ. თბილისის მერია.

18 999 ლარი;

 

16.05.2014

საინჟინრო მომსახურებები.

ვაკის რაიონის გამგეობა.

25370 ლარი;

 

20.10.2014

საინჟინრო მომსახურებები.

ვაკის რაიონის გამგეობა.

3000 ლარი.

 

23.20.2014;

საინჟინრო-საპროექტო მომსახურება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

125000 ლარი;

 

13.11.2014

საინჟინრო-საპროექტო მომსახურება.

ქ. თბილისის მერია.

30 000 ლარი;

 

13.11.2014

საინჟინრო-საპროექტო მომსახურება.

ქ. თბილისის მერია.

4600 ლარი;

 

15.02.2015

საინჟინრო-საპროექტო მომსახურება.

ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობა.

85 600 ლარი;

 

23.02.2015

საინჟინრო-საპროექტო მომსახურება.

ქ. თბილისის მერია.

139 999 ლარი;

 

23.02.2015

ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

600 460 ლარი;

 

24.02.2015

საინჟინრო-საპროექტო მომსახურება.

ქ. თბილისის მერია.

35 000 ლარი;

 

18.02.2015

საინჟინრო-მომსახურებები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

34999 ლარი;

 

15.04.2015

მზიდი კონსტრუქციების შემოწმება.

სს „ნამახვანი“.

26000 ლარი;

 

13.05.2015

საინჟინრო-საპროექტო მომსახურება.

ქ. თბილისის მერია.

7111 ლარი;

ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი მასალიდან ცხადად ჩანს, რომ ნარმანიას უწყება იგივე კომპანიის მომსახურებით სარგებლობს, რომლის მომსახურებითაც უგულავას მერობის დროს თბილისის მერია სარგებლობდა. ასე რომ, პროკურატურას თბილისის ყოფილ მერამდე მისვლა და მისთვის ახალი ბრალის წაყენება სამართლებრივად ძალიან გაუჭირდება.

ახლა, ალბათ, დამნაშავის ძებნაზე მეტად საინტერესოა, როდის დააბინავებენ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებსა და მოხდება თუ არა ახალი გზის რეაბილიტაცია?

 

                                                                                                        ელისო კილაძე