შოიგუმ ბეზრუკოვს, ერთობლივი სპექტაკლების დადგმა შესთავაზა!

orr

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ქვეყნის თავდაცვის ეროვნული მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, მოსკოვის საგუბერნიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სერგეი ბეზრუკოვს, ერთობლივი თეატრალური სპექტაკლების დადგმის პროექტი შესთავაზა. „პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თავდაცვის უწყება „ნამდვილ ადამიანებთან“ შეხვედრების სერიას ხსნის და ეს მასიურ ხასიათს მიიღებს. ჩვენი სურვილია, თქვენთან ერთად, სპექტაკლი დავდგათ. რესურსი დიდია, მხოლოდ მონდომებაა საჭირო. ბევრი ნიჭიერი მსახიობი გვყავს, რომლებმაც ზუსტად იციან, სად რა როლი უნდა მოირგონ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, სერიის პირველ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. თეატრი სულ იდგა სამშობლოს გვერდით, ქვეყნისათვის მძიმე წუთებშიც კი” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შიოგუმ და არც ბეზრუკოვის მისამართით დაიშურა თბილი სიტყვები. მინისტრმა მსახიობს სუვენირი გადასცა წარწერით: „საჩუქრად ნამდვილ ადამიანს სერგეი ბეზრუკოვს”. რა ფორმით დათანხმდება რუსეთის თეატრისა და კინოს ვარსკვლავი, არსებულ შემოთავაზებას, ჯერჯერობით, უცნობია.