„იშრიალეთ, ნაძვებო, ჰაკიმი ჩაივლის მალე!”

14314

მორიგი განცხადება გაავრცელა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ, რომელსაც „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ იმ სურათთან ერთად, რომელიც განცხადებას დაურთო გივი თარგამაძემ:

 

„ნორმანიამ უნიათო-ხრინწიანი რიხით გამოაცხადა მეორე ტურის გახსნა! თითქოს ვინმე ეკითხებოდეს ან გახსნას, ან დახურვას. არადა, ინფრასტრუქტურის მინისტრობის დროს, თუნდაც ასე მიკნავებულად, ერთი-ორი ობიექტის გახსნა მაინც რომ გამოეცხადებინა, ასეთი უიმედო ხომ არ იქნებოდა? მაგრამ, არც იქ არავინ ეკითხებოდა და არც მომავალში აპირებს ვინმე რამის კითხვას. საბრალო ნორმანი დებატების ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამართვას ითხოვს, ალბათ, ხაშურში, ან რიკოთის გვირაბის შუასაყარში, ან, სულაც, სოფელ კოკისა და სოლოლაკიდან თანაბარი დაშორებით, ქალბატონი ნორასგან არც ძალზე შორს და არც ზედმეტად ახლოს, მზრუნველობა რომ იფარავდეს და თითების ქნევა კი კადრში არ ჩანდეს. იმედით კი, ჩემს მეზობელ ჰაკიმს ეიმედება! ან სხვა რა გზა აქვს? მან ხომ ერთხელ უკვე გამოაცხადა ნორმანა მერად? და არა მხოლოდ გამოაცხადა, მისი მილიონხიანი უტოპიის განხორციელება დაიწყო მოსაშვილის ათში საკუთარ ბინაში. სურათზე სწორად ბინაში ჩარგულ ოცდახუთ ნაძვს ხედავთ, რომლებიც, ჰაკიმს თუ გაუგრძელდა, ფესვებს საცხოვრებელ ოთახებში გაიდგამენ.
მომისმინე, შვილო: სანამ შენნაირ უნიათოს დედაქალაქის მერად გამოაცხადებ, შედეგები მოიკითხე, თორემ სულ უღრან ტყეში მოგიწევს ცხოვრება და მთვარის შუქზეც ვერ ჰპოვებ შვებას. იშრიალეთ, ნაძვებო, ჰაკიმი ჩაივლის მალე!“

10514846_321848644646933_1565674519_n