„კრიტში“ გარდაცვლილი პატიმარი და „მაკაროვის“ პისტოლეტები?!

ნადარე

ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს:

„სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში (ე.წ. „კრიტში“), 2 დღის წინ გარდაიცვალა პატიმარი მაისურაძე „პერედოზიროვკით“ და ამ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო საგულდაგულოდ მალავს! დაახლოებით 2 კვირის წინ კი, N17 დაწესებულებაში ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის ორი პისტოლეტი.“

„ქრონიკა+“ ინფორმაციის გადასამოწმებლად სასჯელაღსრულების სამინისტროს მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს თაია მახარაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც პატიმრის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. რაც შეეხება ამოღებულ იარაღს, სამინისტროს წარმომადგენელი უარყოფს მსგავს ფაქტს.