ვიეტნამის პრეზიდენტმა მოსკოვში გამგზავრება ოფიციალურად დაადასტურა

11216407_837080246386189_1867837964_n

ვიეტნამის პრეზიდენტმა ჩიონგ ტან შანგმა, მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70 -ი წლისთავისამდი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ოფიციალურად დაადასტურა. მისი ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში სამ დღეს (7-10 მაისი) გასტანს, რომლის შემდეგაც შანგი ასევე სამდღიანი ვიზიტით ჩეხეთს ესტუმრება, ჩეხეთიდან კი ვიეტნამის პირველი პირი აზერბაიჯანში გაემგზავრება. დასავლეთის ქვეყნების ლიდერების უმრავლესობამ, მოსკოვში ჩასვლაზე უარი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო  განაცხადა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკანასკნელი მონაცემებით, დედაქალაქში მიწვეული 68 ქვეყნის ლიდერის ნაცვლად, მხოლოდ 26 პირი ჩავა, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური ცი ცზენპინი.