შაქრო კალაშოვმა 12 ,,კანონიერი ქურდი” ტიტულის გარეშე დატოვა

d5e6f289caabf6f47e0d7af2ea24c7ae

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм» იუწყება ,,ქურდულ სამყაროში“ სერიოზული დაპირისპირებაა და აწ უკვე ყოფილი ,,ზაკონნიკები“, რომლებიც ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ, კრიმინალურ სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, ნაბიჯ-ნაბიჯ ,,კანონიერი ქურდის“ სტატუსს ემშვიდობებიან. კერძოდ, თავისუფლებაზე დაბრუნებულმა შაქრო კალაშოვმა, ქურდული ოჯახის ,,კრისებისგან“ გაწმენდა დაიწყო. როგორც ინტერნეტგვერდი იუწყება, გასულ უქმეებზე ,,კრიმინალური გენერლის ჩინს“თორმეტი ,,ავტორიტეტი დაემშვიდობა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტიტულ ჩამორთმეული ,,პრაშლიაკების“ უმრავლესობა თურმე, არც კი ყოფილან ,,სახალხოდ“ აღიარებული ,,ქურდული ოჯახის“ წევრებად და ეს მათ ,,სამაზვანეცობაში“ ჩაუთვალეს. ზახარი კალაშოვის შავი სიის ოთხეულს საშა კუშნერი, გილან სედოი, შამილი და არმენ ხოხოლი ხსნიან, რომლებმაც ტიტული ჯერ კიდევ, ასლან უსოიანის სიცოცხლის დროს მოიპოვეს. არმენს დასმულ კითხვაზე, თუ ვინ დარჩა ცოცხალი, ვინც მისი ,,მოგვარების“ საკითხი დადებითად გადაწყვიტა, მის მიერ დასახელებული ავტორიტეტები მას საერთოდ არ იცნობენ. რაც შეეხება ოლეგ ცირკაჩს, მან საკუთარი ,,ჩესტის“დაცვა ქურდული ,,პოსტუპკით“ შეძლო. ყველაზე კურიოზული ნიკა გაგრინსკის შემთხვევა აღმოჩნდა, რომელმაც ,,კანონიერი ქურდად“ თავი 2012 წელს დედ ჰასანის სიცოცხლეშივე გამოაცხადა და მისი მკვლელობის შემდეგ მას ზურგი ყველამ შეაქცია. ნიკას ის ხალხიც განუდგა, რომლებიც მას, პირადი ინტერესებისათვის, სიკვდილის პირამდე ერთგულებას ეფიცებოდნენ. კალშოვის წმენდას ვერც გისოსებს მიღმა მყოფი ავტორიტეტები აცხდნენ, ლექსო გალსკი, ბესო რუსტავსკი, არტიომ ლიპეცკი და შარაპი, მოკლედ, კონკრეტულად და მათ ენაზე გასაგები ლექსიკით, პრაშლიაკების“ საერთო ჩამონათვალში გადაისროლეს. სლავურ რუსული ,,კომისიის“ მუშაობის შემაჯამებელი აკორდი, აზერბაიჯანული კლანის დატუქსვით დასრულდა. გულის უმცროსი ძმა ნამიკი, მათი ერთობლივი ,,პროექტი“ რაფეტი და ჯეიხუნი, მომენტალურად დარჩნენ კალაშოვის ნავს მიღმა. როგორც ,,პრაგონით“ ირკვევა, მათი საკითხი ,,გასაჩივრებას“ არ ექვემდებარება. ,,სვაბოდაზე“ დაბრუნებულმა შაქრო კალაშოვმა, ასლან უსოიანისა და ვიაცესლავ ივანკოვის მკვლელობის შურისძიება, მათ რიგებში შეპარული ,,ვირთხების“ წმენდით დაიწყო.