რომელი ირაკლი – ალასანია თუ ღარიბაშვილი? ფარული ჩანაწერი ( აუდიო)

get_img

სკანდალური ფარული ჩანაწერი, რომელსაც დღეს ვაქვეყნებთ, 2012 წლის13 ნოემბრით თარიღდება. საუბარი, სავარაუდოდ, ჩაწერილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი ესაუბრება პატიმარს, რომელიც ამბობს, რომ საკნიდან უყურებდა, თუ როგორ მხეცურად აწამეს და მოკლეს სერგო თეთრაძე.

ჩანაწერში  პოლიციის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ  პატიმართან გააგზავნა მინისტრმა ირაკლიმ, რომელიც დეტალურად იქნება ინფორმირებული ამ შეხვედრის შესახებ.

საქართველოს მთავარი  პროკურატურა ოპერატიულად გამოეხმაურა „ქრონიკა +“-ის მიერ გავრცელებულ ანონსს. ჩვენ ჩანაწერის სრული ვერსია უკვე გადავეცით გამოძიებას.

რომელი ირაკლი – ალასანია თუ ღარიბაშვილი?

ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.