ემზარ ქვარიანი ლაშა ამირეჯიბისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს!

ara

„არ შემეძლო „ქრონიკა +“-ში გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერს არ გამოვხმაურებოდი. არ ვაპირებ არც თამაზაშვილის და არც ღარიბაშვილის დაცვას – ისინი თავს თავად დაიცავენ. ამჯერად მინდა მივმართო ლაშა ამირეჯიბს და ზურაბ ხუბულაშვილს – ჩემგან ალიყურს იმსახურებთ, საჯაროდ რომ არ ვთქვა სინდისი შემაწუხებს. ახლა ნება იბოძეთ, გამოდით  და ბოდიში მოუხადეთ პოლიტპატიმრებს სახელისა და რეპუტაციის შელახვისთვის. ჩვენ არც ფულისთვის, არც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის, არც პრივილეგიების მოპოვებისთვის არ გვიბრძოლია. ჩვენ ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის უკეთესი  მომავლისთვის, ჩვენი ღირსებისათვის და არავის მივცემთ ჩვენი სახელის ბოროტად გამოყენების უფლებას. თქვენ არ გქონდათ პოლიტპატიმრების სახელით გარიგებების დადების უფლება,  არც ერთი და არც მეორე პოლიტპატიმარი არ ხართ. ველოდები საჯარო ბოდიშს’’ – განაცხადა ემზარ ქვარიანმა.

„ქრონიკა+“-ის გუშინდელ ნომერში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ლაშა ამირეჯიბი და ზურაბ ხუბულაშვილი გენერალ თამაზ თამაზაშვილთან ერთად მინაწილეობდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დაფინანსდებოდა პოლიტპატიმრების არასამთავრობო ორგანიზაცია, მინისტრის დავალებით ორგანიზაციის დაფინასებისათვის 20 000 ლარი ლაშა ამირეჯიბს, სწორედ გენერალმა თამაზაშვილმა გადასცა.