სავალუტო ფონდი კიევს მხოლოდ მშვიდობის დამყარების შემდეგ დაეხმარება

3333

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას ფინანსურ დახმარებას მხოლოდ მშვიდობის დამყარების შემდეგ გაუწევს. აღნიშნული განცხადება ფონდის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა ფრანგულ გაზეთთან (Le Monde) ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, 2014 წლის გაზაფხულზე სავალუტო ფონდის მიერ უკრაინის მიმართ გაწეული დახმარება, ზამთრის დადგომამდე კონფლიქტის მოგვარების იმედად გაიცა. ,,ჩვენ ამჟამად სხადასხვა ვარიანტზე ვმუშაობთ, ძირითადად უკრაინის მიერ რეფორმების გატარების დროს, ოთხ წლამდე გავახანგძლივებთ. ფინანსური ტრანში ამჟამად უფრო სოლიდური და წარმოსადეგი იქნება ვიდრე ადრე თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის დამყარების შემდეგ განხორციელდება და დამოკიდებული იქნება სამხედრო პოლიტიკურ ფაქტორზე. ეს ჩვენი პრიორიტეტია“ – აცხადებს ქალბატონი ლაგარდი.