ასლან აბაშიძე-ზურაბ ჟვანია ფარული ჩანაწერი #1 (აუდიო)

321334

„ქრონიკა+“ აგრძელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის ფარული მიყურადების მასალების გამოყენებას, რომელიც გამოცემას შევარდნაძის ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა გადასცა. ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც პირველი პირების საუბრებს, მათ შორის, „ვეჩეზეც“ უსმენდნენ. ჩაწერილია ასლან აბაშიძის საუბრები ქვეყნის იმჟამინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან, პოლიტიკოსებთან, მინისტრებთან და ა. შ.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ჩანაწერები, ძირითადად, „ვარდების რევოლუციის“ პერიოდს ეხება, და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის საინტერესო მასალაა, „ქრონიკა+“-მა მიიღო გადაწყვეტილება და იწყებს აღნიშნული ჩანაწერების გამოქვეყნებას.

ამჯერად გთავაზობთ ასლან აბაშიძისა და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სატელეფონო საუბრის პირველ ჩანაწერს.

 

ზ. ჟვანია: ალო!

უცნობი: ბატონო ზურაბ!

ზ. ჟვანია: დიახ!

უცნობი: ბატონ ასლან აბაშიძის მისაღებიდან გაწუხებთ, დაელაპარაკეთ, ერთი…

ზ. ჟვანია: კი, ბატონო!

ა. აბაშიძე: ალო!

ზ. ჟვანია: ბატონო ასლან, როგორ ბრძანდებით?

ა. აბაშიძე: „ნიჩევო“, როგორც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში ადამიანი, ისე ვართ.

ზ. ჟვანია: ჰოო, სიტუაცია რთულია… ეს ნამდვილად! ნუ, მთავარია, ამ პირველ ეტაპზე რაღაც მოხერხდა ყოველგვარი ისეთი, ცუდი დაპირისპირების გარეშე. ამან ჩაიარა ყველაფერმა, თუმცა იყო რამდენიმე ექსცესი, მათ შორის, მითხრეს, რომ ეს „აღორძინების“ ოფისი დაურბევიათ გუშინ რუსთაველზე და ესეთი რამდენიმე ძაან ცუდი შემთხვევა…

ა. აბაშიძე: ორი მილიონი ღირს მანქანა იმის, ორი მანქანა იყო ტელევიზიის…

ზ. ჟვანია: ჰოო? მაგეები ყველაფერი?

ა. აბაშიძე: დაჭრნენ, მოამტვრიენ, ქვევიდან ცეცხლი წაუკიდენ, მერე ჩვენმა კორესპონდენტმა უთხრა, _ შეიძლება გამოგადგეთ, რას ჭრითო?.. მერე დააწერენ ისეთი რაღაცეები, ეს ერთი!

ზ. ჟვანია: ჰოო…

ა. აბაშიძე: მეორე _ ცოტნე ბაკურიას მიაკითხნენ სახლში.

ზ. ჟვანია: რას ლაპარაკობ?!

ა. აბაშიძე: სულ ცოლ-შვილი, შენი ასე და ისე…

ზ. ჟვანია: გუშინ?

ა. აბაშიძე: გუშინ! ცოტნე ბაკურია ჩვენთან იყო უკვე, მერე დასდევენ ჯემალ გოგიტიძეს, ჯემალ გოგიტიძეც აქაა. ნუ, ესე იგი, ასეთი „ატნაშენიე“ თუ წავა, „დავერიე ნე ბუდიტ“.

ზ. ჟვანია: ბატონო ასლან, მაგიტო ვრეკავ მე, რომ ესე იგი, ჯერ ერთი _ მე მინდა გთხოვოთ აქ, ესე იგი დაკავებული ვარ იმით, რომ „ტაკიე პაჟარი ნე ვაზნიკლი“ და პირველ რიგში ამიტომ მინდოდა მეთხოვა, რომ ვინმე თქვენს წევრზე ოდნავ თუ იქნა, ესე იგი რაღაცა ესეთი ფაქტი, დაწყებული იმითი, რომ დაცვას მივუყენებ, დამთავრებული ახლა რამე თუ იქნა, მზად ვარ, დღე და ღამე, ავდგე, საწოლში რომ ვიყო, მივიდე და რამე ის გამოირიცხოს, თბილისში იქნება თუ ნებისმიერ რაიონში. ახლა თქვენ მაგაზე შეგიძლიათ არც შეწუხდეთ, ჯემალი იქნება, ვინც იქნება, მაშინვე მომცეს ზარი. ჩემი ტელეფონი იციან და ყველაფერი.

ა. აბაშიძე: „რუსთავი 2“ გადმოსცემს, კიდე აღვივებს, აგინებს, ალანძღებს, ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს და გავუშვებთ და ვაჩვენებთ. იმიტომ, რომ აჭარლები, მე მგონი, არ არის ისეთი, აჭარელი არის როგორც რაჭველი, როგორც სვანი, როგორც ქართლელი…

ზ. ჟვანია: რა თქმა უნდა, ბატონო ასლან!

ა. აბაშიძე: ნუ, „ტაკაია გრიაზ იდიოტ…“

ზ. ჟვანია: ახლა აგრძელებს „რუსთავი 2“? დღეს ტელევიზორს ვერც შევხედე…

ა. აბაშიძე: აბა, რაა! „66 წუთია“ თუ „60 წუთი“, „გოიმები“ და რაღაცეები იძახიან. აქ ხომ უსმენს ეს ხალხი, კაცო?!

. ჟვანია: რა თქმა უნდა, რას ლაპარაკობთ!

ა. აბაშიძე: ქუდზე კაცი დადგება, ჯერ ერთი, არც ჭირდება, ხალხის ასე გამოყვანა. შეიძლება თბილისში, აქ არ იქნება ხალხი, მაგრამ „ნაგნიდაეტსია აბსტანოვკა“ „პროსტა უგროზი“, რაღაცა ეგენი… ჩვენი ხალხი მუშაობს მაქა, ყველა ხომ არ წამოსულა?

ზ. ჟვანია: რა თქმა უნდა!

ა. აბაშიძე: მე არ ვმალავ, ჩვენი ხალხი იყო მაქ და იქნება…

ზ. ჟვანია: დიახ!

ა. აბაშიძე: იმიტომ, რომ მაქაური მაცხოვრებლებია.

ზ. ჟვანია: არა, იგივე ცოტნე იქნება თუ ჯემალი, ისინი როცა კი გადაწყვეტენ, რომ აქ ჩამოვიდნენ, თუ დაჭირდებათ, დაცვას მივუყენებთ და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

ა. აბაშიძე: მე ახლა, დღეს მივეცი ინტერვიუ აგერ, რამდენიმე ის იყო, რუსეთის ტელევიზიები, სხვადასხვა არხები, იქ ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია და ნახეთ.

ზ. ჟვანია: ბატონო ასლან! აქ ცოტა რომ დავლაგდებით, ახლა იქ დაიწყეს შეჭრა გამგეობებში და იმგენში და მე მაგითი ვარ დაკავებული, რომ „ვსეხ უბრაც“, რომ წესრიგი აღდგეს და კანონიერების ფარგლებში იყოს ყველაფერი. ახლა ეს რევოლუციური კომიტეტები და ესენი არ გვინდა ჩვენ, მერე მე დაგირეკავთ და ძაან მინდა, რომ შეხვდეთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.

ა. აბაშიძე: არასდროს არა ვარ წინააღმდეგი დიალოგზე, მაგრამ „კ ვაკხანალიუ ია ნე მაგუ პრისაიდინიტსია!“

ზ. ჟვანია: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა და მესმის ძაან კარგად!

ა. აბაშიძე: საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული „პა ვსემუ პერიმეტრუ“ და 6 საათის მერე იკეტება საზღვარი.

ზ. ჟვანია: ჰო, ალბათ, ეს სწორიცაა ახლა, ამ ეტაპზე, ალბათ, ძაან სწორია.

ა. აბაშიძე: ვიღაცა რომ შემოვიდეს, დაიწყოს რაღაცა…

ზ. ჟვანია: კი!

ა. აბაშიძე: „პაჟარი“ მე არ მინდა!

ზ. ჟვანია: თან გაქვთ გამოცდილება, მათ შორის, ერთი თვის წინაც იყო… მაგი პირიქით, მე ვფიქრობ, რომ მადლობის გარდა არაფრის თქმა არ შეგვიძლია, რომ აჭარა იყოს ასე მთლიანად გადაკეტილი ამ ეტაპზე.

ა. აბაშიძე: თქვენზეც არის იქ ინტერვიუ, არ ვიცი, ისინი რამდენს გადასცემენ, მაგრამ ჩვენები მთლიანად გადასცემენ.

ზ. ჟვანია: დიახ!

ა. აბაშიძე: მე მზად ვარ, შეიძლება ერთ-ორ დღეს არ ვიყო.

ზ. ჟვანია: ბატონო ასლან, თუ იქნა რამე ძალიან სასწრაფო, მე ამ ნომერზე შემიძლია დაგირეკოთ?

ა. აბაშიძე: კი, კი!

ზ. ჟვანია: ბატონო ასლან, რა მინდოდა, ეს ჯიმი ყიფიანი არის თბილისში? რო რაღაცა, აჭარის მთავრობის წარმომადგენელი რომ აქ იყოს ვინმე, აი, კონკრეტული საკითხები თუ იქნა რამე ეკონომიკური, ენერგეტიკული, მაგეებზე ვისთან ვიყოთ კავშირზე?

ა. აბაშიძე: ვერ გეტყვით, ვერ გეტყვით… მაგან ერთხელ დამირეკა, _ თუ შეიძლება, რომ ჩამოვიდეო? კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დამირეკა, მე ვუთხარი, _ რა ვიცი, გინდა ჩამოდით, გინდა ნუ ჩამოხვალთ-მეთქი! ასე ვუთხარი, მათ შორის ელიზბარიც იყო და სხვები, „დაჟე, ტრუდნა ატვეტიტ“… მე ხომ პოლიტიკური მოღვაწე არა ვარ, მე ვმუშაობ, „ხაზაისტვა, რაბოტი“, არ უნდა დაიშალოს, გეგმა არ უნდა ჩავარდეს და რაღაცეები…

ზ. ჟვანია: დიახ! კარგით, ბატონო ასლან…

ა. აბაშიძე: „ხარაშო…“

ზ. ჟვანია: ჩვენ ესე კავშირში ვიყოთ და ძაან გთხოვთ, თქვენ ჯემალს დაავალოთ, თუ რამე შემთხვევას ნებისმიერ რაიონში გაიგოს, დღე და ღამე… მივიღო „რასპარიჟენიე“, რომ რამე არ მოხდეს.

ა. აბაშიძე: კი, ბატონო!

ზ. ჟვანია: კარგით, თქვენი ჭირიმე, მადლობა!

ა. აბაშიძე: კეთილი!

ზ. ჟვანია: გმადლობთ, ნახვამდის!

ა. აბაშიძე: დღეს იმათთან ვიყავი, კორესპონდენტებთან და 15-10 წუთი, მაგრამ გააგრძელეს…

ზ. ჟვანია: დიახ!

ა. აბაშიძე: კარგით!

ზ. ჟვანია: ძაან დიდი მადლობა!