მთავარი მსოფლიო რომის ყოფილი მერი მაფიასთან კავშირში ამხილეს

რომის ყოფილი მერი მაფიასთან კავშირში ამხილეს

722
0
გაზიარება

DDDD

ქალაქ რომის ყოფილი მერი ჯანი ალემანო და მისი ადმინისტრაციის წევრები მაფიასთან კავშირში დაადანაშაულეს. ინფორმაციას АNSА ავრცელებს .,,აღნიშნული საქმის გარშემო 37 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 8 პიროვნებას შიგა პატიმრობა მიესაჯა. ქალაქის ყოფილი მერის ადმინისტრაციის წევრებს და თავად მას ბრალად, დიდი ოდენობით ქრთამის აღება, თანადებობის ბოროტად გამოყენება, ფულის უკანონო გათეთრება და კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირი ედებათ“ – ნათქვამია შინაგანი უწყების ოფიციალურ განცხადებაში. რაც შეეხება საქმის მთავარ ფიგურანტს, რომის ყოფილ მერს, ის მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და მოქალაქეებს სიმართლის დადგენას ჰპირდება. ,,მე ჩემ სიმართლეს დავამტკიცებ და ეს ძალიან მალე, გამოძიების დაწყებისთანავე დადგინდება. ჩემი სინდისი სუფთაა და არავის არ მივცემ უფლებას ღირსება შემილახოს“ – აცხადებს ბატონი ალემანო. აღნიშნული საქმის გარშემო, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საქმეში ეჭვმიტანილი პირების საცხოვრებელი სახლების, ქალაქის მმართველი ადმინისტრაციული შენობის და პოლიტიკური წარმომადგენლობითი ოფისების ჩხრეკა აწარმოეს. სამართალდაცავებმა ჩხრეკის შედეგად 200 მილიონ ევროზე მეტი ღერებულების სხვადასხვა სახის ძვირფასეულობა ამოიღეს. ,,La Repubblica“-ს მიერ გამოქვეყნებული მასალებით, ირკვევა, რომ საქმეში ასამდე გვარი ფიგურირებს და უახლოეს მომავალში იტალიას, დაპატიმრებების ახალი ტალღა გადაუვლის. ჯანი ალემანო რომის მერის თანამდებობას 2008-2013 წლებში იკავებდა.

დატოვეთ კომენტარი