რუსულ არმიაში საბრძოლო რობოტების ბატალიონი გამოჩნდება

fffff

რუსულ არმიაში აქტიურად მიმდინარეობს საბრძოლო რობოტებისგან შემდგარი ბატალიონების ფორმირება. ინფორმაციას სამხედრო სამრეწველო კოლეგიის კომისიის წევრზე, ოლეგ მარტიანოვზე დაყრდნობით სააგენტო ,,Интерфакс“-ი ავრცელებს. მისი თქმით ,,უახლოეს მომავალში, საბრძოლო რობოტებისგან ფორმირებული ბატალიონები, როგორც სახმელეთო ჯარში ასევე საზღვაო ფლოტშიც გამოჩნდება. ეს იქნება ქმედითუნარიანი ნაბიჯი, რომელიც მომავლის არმიის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მსოლფიოს რიგი ქვეყნები ცდილობენ აღნიშნული ტექნოლოგიების ათვისებას, ჩვენ პროექტის რეალიზებისათვის ყველა პირობას ვფლობთ და იმედი გვაქს წარმატებასაც მივაღწევთ. საბრძოლო რობოტებს კოორდინირებას შესაბამისი სამხედრო სამსახური გაუწევს და ჰაერიდან მათ უსაფრთხოებაზე სარაკეტო საზენიტო კომპლექსები იზრუნებენ. ბატალიონის ღირსებას უპილოტო საფრენი აპარატებიც დაიცავენ. შესაბამისად მინდა გაუწყოთ, რომ ეს არ იქნება საექსპერიმენტო მოდელი, პროექტი ჩაშვებულია და მომავლის არმიის შექმნის აუცილებლობაზეა გათვლილი. რუსული არმიის საბღძოლო რობოტებით სრულად აღჭურვა 2025 წლამდე დასრულდება.