დიმიტრი იაროში: „პოროშენკო იანუკოვიჩის ბედს გაიზიარებს“

DETAIL_PICTURE__37893962

უკრაინის რადიკალური ორგანიზაციის ,,მემარჯვენე სექტორის“ ლიდერი დიმიტრი იაროში, ქვეყნის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, ხელისუფლების დამხობით ემუქრება. ტერნოპოლში გამართულ მიტინგზე , რადიკალმა ნაციონალისტმა განაცხადა, რომ პოროშენკო პირადად გააფრთხილა და არ ურჩევს პირდაპირი ღალატის დონის საქციელის გათამაშებას. ,,მე პოროშენკოს ვუთხარი, არც კი გაიფიქროს უკრაინის ეროვნული ინტერესების უგულველყოფის მცდელობა, მე ის დონბასის განსაკუთრებული სტატუსის გამოც გავაკრიტიკე. მოვა დრო მომავალი თაობები შეაფასებენ ამ ხელისუფლების საქციელს და ისე ვატყობ, რომ ეს დრო მალე მოვა. ჩვენ ჩამოვაგდეთ იანუკოვიჩის მთავრობა და თუ საჭირო გახდება პოროშენკოს მთავრობასაც გავუსტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში“ – აცხადებს იაროში. მკითხველს შევახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ,,ნაციონალური“ გვარდიის რამოდენიმე ასეულმა მებრძოლმა საპროტესტო აქცია გამართა. მიტინგი ძირითადად საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და პროტესტანტების მთავარ მოთხოვნას, სასწრაფო მობილიზაციის გამოცხადება წარმოადგენდა. ცნობილი ფაქტია, რომ  ,,მემარჯვენე სექტორის“ დროშის ქვეშ მებრძოლ რადიკალურად განწყობილ დაჯგუფებებს, დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი, უკრაინელი მილიარდერი იგორ კოლომოისკი აფინანსებს , რომელსაც საკმაოდ დიდი პოლიტიკური ამბიციები გააჩნია.