რუსებმა მთვარეზე საუკეთესო ადგილები მონიშნეს

2

რუსეთის ფედერაცია მთვარის კოლონიზაციას, კვლევითი სამუშაოებისათვის უფრო ხელსაყრელი, სამხრეთ ნაწილიდან დაიწყებს, ნათქვამია ,,როსკოსმოსის“ და რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადამიის მიერ ერთობლივად შემუშავებული მთვარის ათვისების პროგრამაში,  წერს გაზეთი«Известия».  ,,უკვე 21-ე საუკუნის პირველი ნახევრიდან, კოსმოსური ,,დერჟავები“ მთვარის ათვისების მიზნით მეტოქეობას დაიწყებენ და შეეცდებიან კარგად დამუშავებული სამეცნიერო პროგრამით, მთვარეზე საუკეთესო ადგილები დაიკავონ. ასე რომ მიმზიდველი მთვარის უკეთესად განათებული მხარე და ყინულოვანი ლოდებისაგან თავისუფალი ტერიტორიები იქნება“ – ნათქვამია განცხადებაში. სპეციალისტების აზრით, პროცესი სამ ეტაპად დაიყოფა. პირველი და აუცილებელი. წინასწარ მოზომილი და შესწავლილი ადგილების იმფრასტრუქტურული კომპლექსებისათვის მომზადება იქნება. რუსი მეცნიერების შემდეგ ამოცანას, მთვარეზე დასაშვები პოლიგონის და მარსის ექსპედიციისათვის მოსამზადებელი, კოსმოსური ბიოლოგიური სადგურის აგება წარმოადგენს. რუსები მთვარეზე სადამკვირებლო კვლევით სადგურს განათავსებენ, რომელიც დედამიწის მონიტორინგს აწარმოებს.