ებოლას ვირუსი ევროპაშია

გ3

სტოკჰოლმის აეროპორტიდან, ებოლას ვირუსის სიმპტომებით ახალგაზრდა მამაკაცი სტაციონარში გადაიყვანეს. ინფორმაციას Aftonblade ავრცელებს. საბაჟო კონტროლის მიმდინარეობის დროს, რიგში მდგომი მამაკაცი ცუდად გახდა, მან გონება დაკარგა და ცხვირიდან სისხლის დენა დაეწყო. გონდაკარგული მამაკაცი, კაროლინის უნივერსტიტეტის ბაზაზე არსებულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და დახურულ იზოლირებულ პალატაში მოათავსეს. ,,ჯერჯერობით ანალიზების ზუსტი პასუხი არ მოსულაა, თუმცა ექიმები წინასწარი დათვალიერების შემდეგ, დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდა მამკაცი ებოლას ვირუსითაა დასნებოვნებული“ – აცხადებს საავადმყოფოს პრესსამსახური. მომაკვდინებელი ვირუსი პირველად 2014 წლის თებერვალში გვინეაში გამოჩნდა და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სიერა-ლეონეს, ლიბერიას, ნიგერიას და სენეგალს შეუტია. ცოტა ხანში ებოლამ შტატებში გადაინაცვლა, როგორც სჩანს ამჟამად ევროპის ჯერიც დადგა.