მთავარი საზოგადოება გარდაცვლილი გიგა სადილიანის მამა ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს!

გარდაცვლილი გიგა სადილიანის მამა ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს!

850
0
გაზიარება

2020 წლის 26 მაისს, ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკის მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა „ჰონდა ფიტი”, რომელსაც  მართავდა 1998 წელს დაბადებული  ბექა ნემსიწვერიძე, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ გიგა სადილიანს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6 ნაწილით  დაიწყო, მაგრამ სადილიანების ოჯახის ადვოკატის მანუჩარ ზოიძის განმარტებით მერვე თვეა დამნაშავე დასჯილი არ არის, ადვოკატი აცხადებს რომ შემთხვევის ადგილი სათანადოდ გამოკვლეული არ ყოფილა, მტკიცებულებები  არ შეგროვდა, და მეტიც ავტომობილის მძღოლი  საერთოდ არ შემოწმდა ალკოჰოლურ და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებაზე, არ ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები კამერების ჩანაწერების ამოსაღებად,  დაგვიანებით დაინიშნა ბენზოგასამართი სადგურიდან ამოღებული ფირის ექსპერტიზა,

შემთხვევიდან რვა თვის შემდეგ გიგა სადილიანის ოჯახი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ  ცნობას ითხოვს რომ მათ სისხლის სამართლის საქმის  მასალები გადაეცეთ, აღნიშნული მოთხოვნით, წერილობით მიმართეს დასავლეთ საქართველოს  საოლქო  პროკურატურას, მაგრამ გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნას, პროკურორმა ვახტანგ ჭუმბურიძემ უარით უპასუხა, პროკურატურის პასუხში აღნიშნულია რომ გამოძიების ამ ეტაპზე,  არსებული მასალებით ,მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით არ ჰქონდა საშუალება თავიდან აეცილებინა ავტოსაგზაო შემთხვევა, მაგრამ  კოპლექსური ვიდეოსკოპური და ჰაბიდოსკოპური ექსპერტიზის  დასკვნები მიღებული ჯერ არ არის, გარდაცვლილი გიგა სადილიანის მამა გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს რომ ბექა ნემსიწვერიძეს  გავლენიანი მფარველები ჰყავს, სწორედ ამის გამო მოხდა საქმის მასალების გაყალბება და მტკიცებულებების არსათანადო გამოკვლევა.

ზურაბ სადილიანი  დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას და სამართლიან გამოძიებას ითხოვს.

დატოვეთ კომენტარი