აჭარაში ნათლისღება ზღვაში შესვლით არ ჩატარდება

აჭარაში covid-19-ის გამო ნათლისღების ღამეს  ზღვაში განბანვის რიტუალი არ შესრულდება. წელს იგი განსხვავებულად აღინიშნება. 

როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში განაცხადეს, ნათლისღების ღამეს ზღვაში შთაფლვის რიტუალი არ შესრულდება. 

წირვა 19 იანვარს დილით დაიწყება, როდესაც წყალსაც აკურთხებენ.

შეგახსენებთ: ზღვაში შესვლის რიტუალი ბათუმში წლებია, იმართება. 

მრევლი და სასულიერო პირები სანაპიროზე გადიოდნენ, წყლის კურთხევის შემდეგ კი წყალში შესვლის რიტუალი სრულდებოდა.

ხვიჩა მამულაძე