მთავარი სამართალი იყალთოში პოლიციის მაღალჩინოსანმა საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

იყალთოში პოლიციის მაღალჩინოსანმა საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

174
0
გაზიარება

პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

“მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ.”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მას თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილმა ესროლა. დაპირისპირება იყალთოში ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

ნენე ინჯგია

დატოვეთ კომენტარი