ირაკლი ღლონტი: „ოცნებაზე“ რადიკალური და რევანშისტული ძალა ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს!“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამიიჩნევს, რომ პოლიტიკური პროტესტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის მიზანი ოპოზიციის დასჯაა. ამასთან, გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, პირველ რიგში, პარტიების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფას ემსახურება და არაპარტიის საპარლამენტო საქმიანობის ხელშეწყობას.

პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს სჭირდებათ ფულად სახსრებზე წვდომა, რათა ამომრჩევლამდე მიიტანონ თავიანთი მიზნები და ხედვა პოლიტიკის შესახებ და, ამავე დროს, მიიღონ ხალხის შეხედულებების თაობაზე ინფორმაცია. ამ ფონზე მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ჩამორთმევა ორგანიზაციის მიერ აღიქმება, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის განკუთვნილი თვითნებური სასჯელი“, – ნათქვამია ზემოხსნებულ განცხადებში.

ქრონიკა+“-მა სწორედ ამ, ე. ი., პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტით დაიწყო საუბარი ოპოზიციონერ პოლიტიკოს ირაკლი ღლონტთან, რომელიც აცხადებს, რომ აქციები აუცილებელია და იგი იქნება კიდეც:

ირაკლი, როგორ ხარ, როგორ გრძნობ თავს ჩრდოლოეთ კორეისკენ მიმავალ სამშობლოში?

– საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობას სისხლისა და ცრემლის ფასად მიაღწია და დემოკრატიზაციის გზას დაადგა, ე.წ. ხელისუფლების ძალისხმევით, ნამდვილად ჩრდილოეთ კორეის მსგავსს წარმონაქმნად ტრანსფორმირდა, რაც საკუთარი მოსახლეობის მიმართ გამოხატული შეუწონელი მავნებლობაა! მერწმუნეთ, ამ ანტისახელმწიფოებრივ კურსს სათანადო მკაცრი შეფასების გარეშე არც ჩვენი ხალხი დატოვებს და არც – ულმობელი ისტორია! გასაგებია, რომ ადგილობრივ კიმ ჩენ ინსა და მის მიმდევრებს საქართველოს ხვალინდელი დღე არ აინტერესებთ, მაგრამ ვერაფრით ვხვდები, საკუთარი  მომავალი რატომ არ აფიქრებთ? ეს დროებითი მოცემულობაა, ანუ საქართველოსგან ჩრდილოეთ კორეა ვერ გამოვა! ჩვენ განსაკუთრებული ხალხი ვართ, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლები, – სისხლსა და გენში სამშობლოსადმი განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, მისი საკუთარი სისხლის ფასად დაცვაა კოდირებული.

ისე, ელოდი, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ოპოზიციაზეოცნება რეპრესიებს კანონის ძალით დაიწყებდა, ანუ საბიუჯეტო დაფინანსებას გააუქმებდა და მას საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნიდა?  

– დიდი ხნის წინ ვაანონსებდი, რომ საქართველოში დიქტატურა მყარდებოდა! სხვათა შორის, საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული ხალხის ჯანყის უფლება, ჯერ კიდევ, 4 წლის წინათ საჯაროდ, ერთ-ერთ სატელევიზიო ჩართვისას პირველად მე ვახსენე. მაშინ ბევრმა მოქალაქემ ეს ვერ გაიგო და მწვავედაც გამაკრიტიკა, მაგრამ დღეს ამ და სხვა მექანიზმებზე სწორედ ის ადამიანები საუბრობენ.

დიახ,  ამ რეჟიმისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, ყველაფერ ანტიდემოკრატიულსა და ანტისახელმწიფოებრივს! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ პოზიციით ცალკე აღებულ პარტიათა ინტერესებს მე ვიცავ, ცდება!

სხვათა შორის, წლების წინათ მე ვამბობდი, – ბევრი არაფრისმთქმელი პარტიის დაფინანსების ნაცვლად მირჩევნია, ეს ფინანსები სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტების მხარდასაჭერად გადამისამართდეს-მეთქი.

რაც შეეხება საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის დაანონსებას, ეს მესამე წრეზე წასვლის სურვილის მქონე ე.წ. ხელისუფლების ბრძოლაა პირადად დევნილი პრეზიდენტის წინააღმდეგ და მეტი არაფერი.

გჯერა, რომ თებერვლამდე, სანამოცნებამანდატებზე უარის თქმის განცხადებებს დააკმაყოფილებს, ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებს და მმართველი გუნდი პარლამენტში საბოლოოდ მარტო დარჩება ?

– ვფიქრობ, ერთიანობა შემდგარია და ეს ამ რეჟიმმა შეძლო! თუ რომელიმე ოპოზიციონერი პოზიციას შეცვლის, ვერასდროს აუხსნის მოსახლეობას, რომ ეს გადაწყვეტილება ანგარებით კი არ იყო ნაკარნახევი, არამედ მისი გულწრფელი პოლიტიკური პოზიციაა.

დაუშვებელია, უზურპატორს არალეგიტიმური არჩევნები შერჩეს და ამიტომ ბოიკოტს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ფუნქცია აქვს, რის შედეგსაც საზოგადოება მალე ნახავს!

გასაგებია, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები მოიპარეს, მაგრამ მედალს, ცხადია, მეორე მხარეც აქვს. ჰოდა, იმაზეც ვისაუბროთ, თუ რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ და ხმების დაცვა რატომ ვერ შეძლო?

– მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს ხელისუფლებას  პასუხისმგებლობისგან ვერ ათავისუფლებს.

ანუ?

– ხელისუფლება ვალდებული იყო, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩაეტარებინა!

სიმართლე გითხრათ, ოპოზიციის შეცდომებზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობ და თავისუფალ აზრებს სოციალურ ქსელშიც ინტენსიურად ვწერ. აი, მაგალითად, პროპორციული სიები ძალიან ცუდი იყო… ჩემი მოსაზრება არ გაიზიარეს და წამყვან ფიგურებად „დაღლილი“ პოლიტიკოსები დატოვეს, ლიდერებად მოსახლეობას ისინი შეაჩეჩეს, რომლებსაც 10 გამოკითხული მოქალაქიდან, ალბათ, სამიც არ უცხადებს ნდობას. ხშირ შემთხვევაში კი, ათივეს მკვეთრად გამოხატული ნეგატიური რეიტინგი აქვს!

მოკლედ, ცუდია, რომ მეტ ახალ სახეს არ მიეცა რეალიზების შესაძლებლობა. ამ მოთხოვნაზე ყოველთვის მპასუხობენ, ახალგაზრდებმა თვითრეალიზებისთვის უნდა იბრძოლონო, თუმცა ავიწყდებათ, რომ ყველა საჭირო რესურსი იღლიაში აქვთ ამოდებული. მეტი ყურადღება არ დაეთმო საზღვარგარეთ მცხოვრებ 1 700 000-მდე თანამემამულეს.

რას გულისხმობ?

– საჭირო იყო უფრო ძლიერი იდეა, რათა ყველა ემიგრანტი ცვლილების აქტიური მონაწილე გამხდარიყო! მიუხედავად იმისა, რომ ყველგან ოპოზიციამ მოვიგეთ, ეს არაა საკმარისი, მეტი რესურსია ჩვენს ემიგრაციაში!
გარდა ამისა, სტრატეგიული შეცდომებიც იყო.

მაგალითად?

– ზოგიერთი პარტია, იმის ნაცვლად, რომ უფრო მტკიცედ და დამაჯერებლად დაპირისპირებოდა ოლიგარქს, წინასაარჩევნო კამპანიის წამყვან კომპონენტად დევნილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლას განსაზღვრავდა. საბოლოო ჯამში, ამ გაუგებრობით ოლიგარქს ხალხის ნამდვილ ნებაზე ძალადობა გაუადვილდა და უზურპატორის რანგში კიდევ ერთხელ მოგვევლინა!

ოპოზიციის შეცდომა ისიც ხომ არ იყო, რომ გვერდით ალეკო ელისაშვილი დაიყენა, ის ელისაშვილი, რომელზედაც იმთავითვე ამბობდნენ, „ქოცებისმოკავშირეაო?

– ალეკო ელისაშვილს, როგორც ოპოზიციონერს, არასდროს ვენდობოდი! ამ უნდობლობას კი მისი პერიოდული აქტივობები იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საკითხზე მისი პოპულისტური გამოხტომა არაერთხელ ვნახეთ, იქ, სადაც რეჟიმი წითელ ხაზს კვეთდა, მას მაინც ვერასოდეს ვხედავდი!

არ მინდა, ბევრი ვისაუბრო, მაგრამ ერთსაც ვიტყვი: ელისაშვილზე პოზიცია საბოლოოდ 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ ჩამოვაყალიბე, როცა ერთ-ერთ ეთერში თქვა, –  სპეცრაზმი გაგულიანდა, როცა 100-მდე მომიტინგე დაინახა და დაიწყო დარბევაო. სინამდვილეში, ყველას გვახსოვს, რომ ტყვიების წვიმაში მხეცის შესაჩერებლად 100 კი არა, რამდენიმე ათასი მოქალაქე ვიდექით!

გრიგოლ ვაშაძის მიერნაცმოძრაობისთავმჯდომარეობისა და პარტიის დატოვებამ მთელი ოპოზიცია ხომ არ დააზიანა და ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა?

– არა.

რატომ?

– გრიგოლ ვაშაძე ერთი კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე გახლდათ, პარტიისა, რომელიც ამ მომენტისთვის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალაა.

საერთოდ, ნორმალურია, როცა ადამიანები თანამდებობრივ პოზიციას იცვლიან და ამ თანამდებობას ახალი სახეები იკავებენ!

ისე, ივანიშვილის გუნდი ოპოზიციის უმეტესობას რადიკალურს ეძახის. შენი რამდენიმეფეისბუქსტატუსითთუ ვიმსჯელებთ, შენც რადიკალი უნდა იყო. ირაკლი, კონკრეტულად მითხარი: „ოცნებათითს მოკაკვავს თუ ხელისუფლების შესაცვლელად აქციები გახდება საჭირო ?

– ეს სპეცმესიჯბოქსია, რათა ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ოპოზიცია რადიკალურ ძალად შეირაცხოს, არადა, „ქართულ ოცნებაზე“ რადიკალური, რევანშისტული და დესტაბილიზაციური ძალა ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს!

დააკვირდით „ოცნების“ წევრთა პოზიციებს, განცხადებებსა და ქმედებებს. მე რადიკალი კი არა, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე ვარ, რომელსაც დაკეტილი აქვს ყველა კონსტიტუციური ორგანოს კარი: არ მაქვს სამართლიანი სასამართლო, არ მაქვს პროტესტის გამოხატვის ერთი პლატფორმაც კი და ვაღიარებ, რომ დღეს, ამ რეჟიმის პირობებში, მაქვს და გვაქვს ერთადერთი კონსტიტუციური სახალხო სივრცე, რომელსაც მრავლისმნახველი ქართული ქუჩა ჰქვია.

მოკლედ, აქციები საჭიროა და აქციები იქნება!

თუ უკან არც ხელისუფლებამ დაიხია და არცოპოზიციამ, რა მოხდება, ქვეყანაში არსებული პოლიტიკურეკონომიკურსოციალურ კრიზისს როგორ მოევლება და ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, რა გვეშველება?

– ხედავთ, რომ ე.წ. მმართველი პარტია, რომელთანაც საუბარს აზრი არ აქვს, რევანშისტულ განწყობებზე დგას.

ისე, დღეს სასაცილო სურათი ვიხილეთ – ერთპარტიულ პარლამენტში გადანაწილდნენ და ისე დასხდნენ, რომ დარბაზი შევსებული გამოჩენილიყო. სასაცილოები არიან, პატარა კაცუნები და ხელის კაცის კაცები!

ირაკლი, ხომ არ გეჩვენება, რომ დასავლეთი, მათ შორის, აშშიც,  უფროოცნებასუჭერს მხარს, ვიდრეოპოზიციას?

– არა, ასე არ ვფიქრობ. აშშ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ყველაზე დიდი მეგობარია. ის მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და სწორედ ამის გამოა, რომ ამ ხნის განმავლობაში თავს იწუხებს და დროს გვითმობს მოლაპარაკებების თვალსაზრისით.

გთხოვთ, ყოველთვის გახსოვდეთ: ამ სამყაროში ქართველ ხალხს ამერიკელ ხალხზე დიდი და საიმედო პარტნიორი არ ჰყავს!

ამიტომაც ყველაფერი დალაგდება. ჩვენი პარტნიორი ხედავს, რომ ჩვენთან დემოკრატია ფასადურია –  არ გვაქვს სასამართლო, მოშლილია კონსტიტუციური ინსტიტუციები და არ გვაქვს არჩევნები. ჩვენი პარტნიორი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველი ხალხი კრემლისა და პროკრემლისტური უზურპატორის წინაშე მარტო არ დავრჩეთ!

ახლა საჭიროა, ოპოზიციაში საკადრო განახლება რაც შეიძლება მალე განხორციელდეს, პარტიებს მიჯაჭვული ავტორიტეტის არმქონე „ლიდერები“  ახლებმა სწრაფად  ჩაანაცვლონ! ხალხმა უნდა ნახოს არა მხოლოდ უკეთესი, არამედ სინათლით, ცოდნითა და პრინციპებით სავსე ავტორიტეტული ოპოზიცია, რომელიც ბრძოლას აგრძელებს. ამ ბრძოლის მიზანი აშკარაა – საქართველოში რუსეთის დამარცხება. ასევე ქვეყნის მკვეთრად განსხვავებული და პოზიტიური კურსით მართვა და არა – წრეზე მბრუნავ-მფრინავი უავტორიტეტო „ლიდერების“ მაღალჩინოსნებად ქცევა.

არჩევნები მოიგო ხალხმა, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო ოლიგარქმა ძალაუფლების მიტაცება კვლავ მოახერხა. პრევენცია ვერ შეძლეს „ლიდერებმა“ და ვერც შექმნიდნენ ფასადური ერთიანობით, სააკაშვილისადმი დაპირისპირებით და ხშირად უშინაარსო თუ აბსურდული ერთობლივი განცხადებებით, მაგალითად ისეთით, როგორიც სასამართლო რეფორმის პაკეტზე შეთანხმება იყო…

ბევრი ვეცადე, რომ ეს სამარცხვინო დოკუმენტი ამ შინაარსით არ შემდგარიყო, მაგრამ ზედმეტად თავდაჯერებულნი ვერ გადაგარწმუნეთ!

ერთი სიტყვით, ყველაფერი მაგრად იქნება! ქართულ-ამერიკული ურთიერთობა გაღრმავდება და მას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიყვანთ.

ირაკლი, პოლიტიკოსთან ერთად, უფლებადამცველიც ხარ. შესაბამისად, რას ფიქრობ შერჩევით მოხსნილ კორონაშეზღუდვებზედიდ მოლებს მუშაობის უფება მისცეს, ღია ბაზრობებს კიარა. ყველაფერ ამის მიზანი რა შეიძლება იყოს?

– ეს მორიგი უსამართლობაა. ცხადია, ე.წ. ხელისუფლება ლობირებს და ითვალისწინებს მათი პარტნიორების ინტერესებს.  პარტნიორებში კი „ოცნება“ დიდი ხანია, ვერ ხედავს ჩვენი მოსახლეობს იმ ნაწილს, რომელიც თუნდაც ბაზარში ვაჭრობით ირჩენს თავს, ანუ გლეხია და არა – კორუფციულ კავშირში მყოფი „მეოცნებე“. ბრალს ყველას არ ვდებ, მაგრამ იცით, რომ ყველა დიდი ბიზნესი, მცირე გამონაკლისების გარდა, რეჟიმის ავტორების გარემოცვის საკუთრებაშია. პირდაპირ გეტყვით: ამ რეჟიმს ხალხი ფეხებზე კიდია!

ბოლოს, ვადამდელი არჩევნების იმედი გაქვს თუ 2024 წლამდე არაფერი შეიცვლება? აქვე ისიც მითხარი, თუ საარჩევნო კოდექსი არ შეიცვალა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს თუ არა?

– მოვლენებს არ გავუსწროთ, მაგრამ მერწმუნეთ, 2024 წელს ამ რეჟიმისგან არაფერი იარსებებს! მალე ის ოპოზიციაში გადაინაცვლებს და მალევე დაიშლება. ეს გუნდი კონფორმისტებით, უპრინციპო ლიდერებითაა სავსე, მათთვის ოპოზიციონერობა, ანუ ბრძოლა იდეალებისთვის უცხოა. აბა, გადახედეთ „ოცნების“ შემადგენლობას და მითხარით, რომ ვცდები.

რეჟიმს ძირი აქვს გამომპალი, იგი ჩამოემხობა და მის ნაცვლად ქართული დემოკრატიული დროშა ამაყად აფრიალდება.

გიორგი აბაშიძე