ბათუმში მიკროავტობუსი გაიტაცეს

დღეს  ბათუმში დილით მიკროავტობუსი  გაიტაცეს, რომელიც, მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ისევ ბათუმში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

„ქრონიკა+“-ს შსს-ს პრესცენტრმა განუცხადა, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს.

ხვიჩა მამულაძე