გიორგი ვაშაძე რეიტინგებში გახარიას და კალაძეს უსწრებს

„სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდმა სოციალურ ქსელში, რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით, ქართველ პოლიტიკოსთა გვერდების რეიტინგები და ამ გვერდებზე მომხმარებელთა ჩართულობის შედეგები კიდევ ერთხელ შეაფასა.

რეიტინგების შედარებების შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ყველაზე აქტიური და სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ყველაზე საინტერესო, კვლავ „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეა.

სოციალური ქსელების მონაცემებით აღმოჩნდა, რომ ოპოზიციონერ ლიდერს „FACEBOOK”-ში ყველაზე უფრო აქტიური და სხვა ქართველ პოლიტიკოსებთან შედარებით მეტი რეიტინგი აქვს.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება „Facebook“ გვერდების მფლობელებს მარტივად შეუძლიათ, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სოციალური ქსელის ჩართულობის (Engagement) კომპონენტი, რომელიც მოიცავს აუდიტორიის ნებისმიერ აქტივობას კონკრეტული გვერდის პოსტებზე – „ლაიქებს“, კომენტარებს, გაზიარებებს, ბმულზე გადასვლას და ა.შ. რაც კარგად ასახავს საზოგადოების ინტერესს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და მათი ოფიციალური გვერდების მიმართ.

მოქალაქეთა ინტერესისა და ჩართულობის მიხედვით გიორგი ვაშაძე დაახლოებით 20-ჯერ უსწრებს, მაგალითისთვის, გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეს-სამსახური ავრცელებს.