მთავარი პოლიტიკა გიორგი ვაშაძე: „თქვენ ამერიკა რუსეთი გგონიათ, სადაც ყველაფერს ფულით მოაგვარებთ“

გიორგი ვაშაძე: „თქვენ ამერიკა რუსეთი გგონიათ, სადაც ყველაფერს ფულით მოაგვარებთ“

1472
0
გაზიარება

ამერიკამ შესაძლოა საქართველოს სანქციები დაუწესოს, ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკა მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და ქართველ ხალხს

„არ მოგცემთ არც ერთ შემთხვევაში დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. „ქართულმა ოცნებამ“ კონგრესის მიერ გავრცელებული პირველი ინფორმაციის შემდეგ, სადაც საქართველოს სანქციებზე იყო საუბარი, საკუთარი მრავალრიცხოვანი არაერთი ლობისტური კომპანიების არმია შეასია კონგრესს და სენატს. აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ არგუმენტი მხოლოდ ზოგადი ფრაზეოლოგია იყო საქართველოს კრიტიკასთან დაკავშირებით. ამის საპასუხოდ „ქართული ოცნებისათვის“ კიდევ უფრო მკაცრი შესწორებები შევიდა დოკუმენტში, რომელიც დამტკიცდება სავარაუდოდ უკვე საბიუჯეტო კომიტეტზე. საბოლოო ჯამში კონგრესი და სენატი მიიღებს საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად ახალ შესწორებულ დოკუმენტს. დოკუმენტში საუბარია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად. საუბარია სასამართლოში გამეფებულ კლანურ მმართველობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ქვეყანაში, საუბარია მედია თავისუფლებაზე, საუბარია პოლიტიკოსების მიმართ ანგარიშსწორებაზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება ამერიკის შეერთებული შტატები”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, საქნციების თავიდან არიდების ერთადერთი გზა ამერიკელი პარტნიორების მოთხოვნების შესრულებაა.

„ქართულ ოცნებას“ ამ ორი დღის განმავლობაში ჰქონდა არჩევანი, რომ პრობლემურ წერტილებზე პროგრესი ეჩვენებინა და რაღაც გამოესწორებინა, თუმცა მათ აირჩიეს სხვა გზა. ეგონათ, რომ ფულით კონგრესში და სენატში რამეს გადაწყვეტდნენ. ერთადერთი გზა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმ სანქციებს აგვარიდებს, რომელზეც საუბარია ამ დოკუმენტში, არის ის, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მხრიდან მომდინარეობს. დაუყოვნებლივ ხელი აიღოთ ქართული დემოკრატიის ხელყოფიდან, ჩაატაროთ სამართლიანი არჩევნები და მოემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისათვის. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა საქართველოში დემოკრატიული განვითარების. ყელში ამოუვიდა ყველას უკვე თქვენი მავნებლობა, რის გამოც ზიანს იღებს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინტერესები. შეუქცევადია ეს პროცესი, რაც არ უნდა ფული დახარჯოთ ლობისტებში, ვინც არ უნდა ჩარიოთ, ეს არ შეიცვლება! ლობისტი არ წყვეტს ამას. ამას წყვეტენ ის ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი. წყვეტენ ის პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც სულერთი არ არის, როგორი მმართველობა იქნება საქართველოში. ამერიკას სჭირდება ძლიერი საქართველო, როგორც წამყვანი პარტნიორი რეგიონში. თქვენ ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებით. სწორედ, ამიტომ განაჩენი გამოგიტანათ საერთაშორისო საზოგადოებამ და ასევე განაჩენს გამოგიტანთ ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ქართული არჩევნებით” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვეთ კომენტარი