ბათუმში აქციის მონაწილეებს აკავებენ (ვიდეო)

რამდენიმე საათია ბათუმში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წინასწარ პატიმრობაში მყოფი ელდარ ანთაძის და რევაზ წულუკიძის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ანთაძე და წულუკიძე უდანაშაულოები არიან და მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. აქციის მონაწილეების ნაწილს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა ჰქონდათ თუმცა მათი განცხადებით , ის უშედეგო იყო. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ანთაძე და წულუკიძე 7 მაისს ჯგუფურად ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, 9 მაისს კი სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ეს უკვე მეორე აქციაა იმავე მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან. „ქრონიკა+“-ის ინფორმაცით აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული.

ხვიჩა მამულაძე