შსს-ს განცხადებით ბათუმში აქციაზე დაკავებულია 30 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ქრინიკა+“-ი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში“, – ნათქვამია პოლიციის მიერ ახლახანს გავრცელებულ განცხადებაში.

ხვიჩა მამულაძე