ლოცვა დისტანცის დაცვით და პირბადეებით – ბათუმში რამადან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

დღეს, აჭარაში მუსლიმანური სამყარო რამადან ბაირამს დღესასწაულს აღნიშნავს. რიტუალი COVID-19 ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 19 მარტის შემდეგ ბათუმის ორთაჯამეში დღეს პირველად ჩატარდა. მორწმუნეები ბათუმის მეჩეთში დილიდან შეიკრიბნენ, სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. მრევლი მეჩეთში პირბადეებით და დისტანციის დაცვით ღია ცის ქვეშ ლოცულობდა. ბაირამის დღესასწაულს 30 დღიანი მარხვა უძღოდა. მორწმუნეებს მარხვისას მზის ამოსვლიდან – ჩასვლამდე საკვებისა და წყლის მიღება ეკრძალებათ. მუსლიმები ,,ჰალვას” ამზადებენე და სადღესასწაულოდ ახლობლების საფლავებზე მიდიან. შეგახსენებთ, რომ 19 მარტის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა როცა მუსლიმები სალოცავად შეიკრიბნენ. 24 მაისამდე მეჩეთები დაკეტილი იყო და იქ ლოცვა არ აღევლინებოდა.

ხვიჩა მამულაძე