ნატო ჩხეიძე: „სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში „ომეგას“ საქმე „ოცნებისა“ და მისი თავმჯდომარისთვის არასასურველად დასრულდება!“

კორონამ, ასე თუ ისე, უკან დაიხია და დაპაუზებული პოლიტიკური ცხოვრებაც გაცოცხლდა. შესაბამისად, „ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრებიც განახლდა და რამდენიმე დღის წინ, ამ მრგვალ მაგიდას პრეზიდენტისგან შეწყალებული ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავაც მიუსხდნენ. სხვათა შორის, ამ ოპოზიციური ერთობის ლიდერი დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძეა. შესაბამისად, „ქრონიკა+“ დაინტერესდა, უხერხულობას ხომ არ უქმნის ქალბატონ ნატოს ზემოხსენებულ მაგიდასთან ირაკლი ოქრუაშვილის ყოფნა, მით უმეტეს, რომ, თავის დროზე, ანუ 2004 წელს, „ომეგას“ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ოქრუაშვილი იყო, რომელსაც „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მაშინ მაღალი თანამდებობა ეკავა. ამას გარდა, „ქრონიკა+“-მა რესპონდენტს იმის შესახებაც ჰკითხა, თუ რა ეტაპზეა „ოცნების“ წინააღმდეგ „ომეგას“ მიერ საერთაშორისო სასამართლოებში დაწყებული სამართალწარმოება.

ამასთან, წინამდებარე ინტერვიუდან იმასაც შეიტყობთ, აპირებს თუ არა ნატო ჩხეიძე ოპოზიციის სახელით მაჟორიტარობას?

ქალბატონო ნატო, როგორ გაატარეთ კარანტინი და, საერთოდ, კორონამ ხომ არ შეგაშინათ?

– არა და ვერა, კორონამ ვერ შემაშინა – პირბადით და ხელთათმანით ვებრძოდი! კარანტინის დღეები კი მორჩა – ცუდი სიზმარივით დასრულდა და ნუღარც გავიხსენებთ! წინ, ეკონომიკური კრიზისის სახით, რთული პერიოდი გველის და ძალისხმევა მის დასაძლევად უნდა მივმართოთ!

პირველადი პროფესიით ექიმი ხართ. ამიტომაც გკითხავთ: კორონა მართლაც ასეთი საშიშია თუ ეს ვირუსი ცალკეულმა ძალებმა, მაგალითად, ხელისუფლებამ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენა?

– ვირუსი დაავადებას იწვევს და, ცხადია, ადამიანის გამოჯანმრთელება ყურადღებას ითხოვს. „CoVid19“-ის მიმართ ყურადღება საზოგადოებრივი და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები და რეგულაციებია. ის სხვა საქმეა, ამ რეგულაციების მომარჯვებას მთავრობა ავტორიტარული მმართველობისთვის როგორ მოახერხებს. სხვათა შორის, ევროპაში არ მოინდომეს, ჩვენთან კი ნათლად ჩანს, რომ ვერ მოახერხეს.

კორონაკარანტინმა ოპოზიციის დღის წესრიგი შეცვალა, ანუ იზიარებთ ზოგიერთი მოსაზრებას, რომ ბოლო ორმა თვემ  „ოცნებისწისქვილზე დაასხა წყალი და საზოგადოებაში მისი ავტორიტეტი, მეტნაკლებად, გაიზარდა?

– აი, ეს „მეტ-ნაკლებად“ ზუსტი შესატყვისია, ანუ გარეგნულად მეტი ჩანს, რეალურად კი ნაკლებია.

ზოგადად, ოპოზიციის დღის წესრიგი მმართველი გუნდის მცდარი მოქმედებებია, რისი ნაკლებობაც „ოცნებას“ ნამდვილად არ შეუქმნია და, შესაბამისად, პასიური არც ოპოზიცია ყოფილა.

ისე, ჩვენს მმართველ პარტიას ისეთი ნაბიჯები ჰქონდა, რომ მეგობრულ-კრიტიკული შეფასებებ-შეგონებები, მოგეხსენებათ, ქვეყნის გარედანაც აქტიურად ისმოდა.

რაც შეეხება დიდ პოლიტიკას, ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას მოახერხებ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არ მიესალმება? ასევე გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს ზოგიერთი ოპოზიციონერის საგარეო კურსთან დაკავშირებით.

– ოპოზიციური მაგიდა აქამდე ერთიანობით მოსულა და არჩევნებამდეც ასევე მიაღწევს. მერე, ცხადია, ყველას თავ-თავიანთი ძველი და გაკვალული გზა ექნება. ამ მაგიდას საკონსულტაციო ფორმატი ჰქვია და ვინ რას მიესალმება, ვინ რას მოიწონებს და ვინ რას დაიწუნებს, ეს შიდა კონსულტაციებით მთლად იოლად არა, მაგრამ მოგვარდება.

ისე, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად მაგიდასთან ჯდომა არ გიჭირთ, მით უმეტეს, რტომ 2004-შიომეგასსაქმის მთავარი ფიგურანტი სწორედ ოქრუაშვილი იყო?

– მაგიდასთან ერთად ყოფნას თითქმის ყველასთვის ჰქონდა, თქვენი ნათქვამი სიტყვა რომ გამოვიყენო, მეტ-ნაკლები უხერხულობები, რაც შიგნითვე გადაილახა.

ოქრუაშვილის მიმართ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება პირად-ემიციურ სფეროს განეკუთვნება, რაც საერთო და საქვეყნო საქმისთვის დაძლეულ უნდა იქნეს და ასეც მოხდება.

მახსოვს, ერთერთ ბოლო ინტერვიუში პარტიის შექმნას არ გამორიცხავდით. ამ მხრივ სიახლე ხომ არ გაქვთ? მით უმეტეს, რომ არჩევნები კარსაა მომდგარი და გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.

–  ჩვენი კორონამდელი შეხვედრისას რა გეგმებიც იყო, საგანგებო მდგომარეობის პერიოდმა გადაავადა. მართალი ბრძანდებით, არჩევნები კარსაა მომდგარი და ახლო პერიოდში ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის ის, რაც კორონამდეც  ვიწრო წრისთვის  იყო ცნობილი.

თუ პარტიას არ შექმნით, იქნებით თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი?

– მაჟორიტარი?

– დიახ.

– საინტერესო იდეა ჩანს. დაველოდები, მაგიდასთანაც თუ ექნებათ მსგავსი აზრი…

ომეგასსაქმეზე საერთაშორისო სასამართლოებში რამე სიახლე ხომ არაა?

– „ომეგას“ საქმეზე სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში არსებულ პროცესებს შესაბამის პერიოდებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული ფრანგული იურიდიული კომპანია პასუხობს ხოლმე. ხანგრძლივი პროცესია. ტაატით მიდის, მაგრამ დასრულდება და „ოცნებისა“ და მისი თავმჯდომარისთვის მეტად – არასასურველად, თუმცა მანამდე „ოცნება“, დიდი ალბათობით, ვეღარ და აღარ იქნება ხელისუფლებაში!

გიორგი აბაშიძე