ბათუმში ერმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში ენგელსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო და საპატრულო სამსახურის თანამშრომლები. როგორც „ქრონიკა+“-ს შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული.

ხვიჩა მამულაძე