ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას უკვე მეორე დღეა აპროტესტებენ. დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა. ,,ჩვენ არ დავუშვებთ ბუნების განადგურებას და ხეების გაჩეხვას არაფრის დიდებით არ მივცემთ აქ კორპუსის აშენების უფლებას მივმართთავთ ყველას გვერდში დაგვიდექით და გადავრჩინოთ ბუნება“ განაცხადა აქცის ერთ-ერთმა მონაწილე თალიკო მელაძემ. ადგილზე სამართალდამცველებს მობილიზება გახდა საჭირო, მათი მოსვლის შემდეგ კი სიტუცია განეიტრალდა. შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიამ ინასარიძის #24-ში სკვერის მოწყობა დაანონსა და ამის შესაბამისი ბანერიც კი განათავსა, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იქ სკვერის ნაცვლად კორპუსის მშენებლობა დაიწყეს.

ხვიჩა მამულაძე