აჭარაში COVID-19 შემთხვევა 19 დღეა არ დაფიქსირებულა

 აჭარაში, უკვე 19 დღეა COVID-19 ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 272 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. პირველი ინფიცირების შემთხვევა აჭარის რეგიონში 14 მარტს, ბოლო კი, 30 აპრილს დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 71 შემთხვევიდან, 67-მა კორონავირუსი დაამარცხა. კლინიკა ,,მედალფაში” ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორი ინფიცირებული კი მკურნალობას განაგრძობს.

ხვიჩა მამულაძე