20 მაისიდან ქართველი პაციენტები თურქეთში მკურნალობას შეძლებენ

20 მაისიდან ქართველი პაციენტები თურქეთში, თურქულ კლინიკებში მკურნალობას შეძლებენ. მათ, ვისაც სამედიცინო მომსახურების მისაღებად მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში სურთ გადასვლა ამის შესაძლებელობა ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთის მთავრობა აპირებს ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას. 31 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს,  თურქეთის რესპუბლიკამ თავის ქვეყნის  ტერიტორიაზე შესასვლელად მწვანე შუქი აუნთო. თურქეთში მკურნალობის საჭიროების მქონე პირმა უნდა მიმართონ სამედიცინო ტურიზმში ჩართულ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც გასამგზავრებლად მოამზადებს ყველა დოკუმენტს. აღნიშნულის გარეშე, თვითნებურად წასვლა შეუძლებელი იქნება. მკურნალობის მსურველებს ტრავმატოლოგიური, ორთოპედიული, ბავშვთა ქირურგიული, ონკოლოგიური და სხვა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ.

ხვიჩა მამულაძე