მთავარი ვიდეო დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში (ვიდეო)

დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში (ვიდეო)

833
0
გაზიარება

დღეს, ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ხმაურით დაიწყო. ფრაქცია “ ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა და საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვდა, რისი საშუალებაც საკრებულოს თავმჯდომარემ არ მისცა. ქართული ოცნების დეპუტატები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ნაციონალურ მოძრაობას ძველი მმართველობა გაახსენეს. მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ საკრებულოს დღის წესრიგში შეტანილი საკითხის, რეგლამენტში ცვლილებების შეტანაზე მნიშვნელოვანი ანტიკრიზისული გეგმაა, რომლის განხილვა და საკითხის კენჭისყრაზე დაყენება მმართველ გუნდს არ სურს. ,,ჩვენს მიერ წარმოქმნილი იყო ანტიკრიზისული გეგმა და არათუ იმსჯელეს, კენჭის ყრაზეც არ დააყენეს, რომ დღის წესრიგში შესულიყო ეს გეგმა. ამან ნათლად აჩვენა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აინტერესებს თუ როგორ გამოიკვებებიან ტაქსის მძღოლები, რომლებიც ამ რეგულაციების შემდეგ დარჩნენ უმუშევრები, ამათ არ აინტერესებთ როგორ უნდა გამოიკვებონ თვითდასაქმებულები რომლებიც დარჩნენ ხელფასების გარეშე. იმიტომ, რომ დარჩისახლში მოწოდება იყო ხელისუფლებისგან და სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილი ხეებს დაათრევს ამ დროის განმვალობაში და ეს პრობლემა არ იყო“- განაცხადა მირდატ ქამადაძემ. ოცნების დეპუტატები აცხადებენ, რომ საკითხი ამ დილით დარეგისტრირდა და მისი გაცნობა ვერ მოახერხეს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

ხვიჩა მამულაძე

დატოვეთ კომენტარი