გადადის თუ არა კორონა სექსით და რატომ შემცირდა კორონაპანდემიის დროს შემთხვევითი სქესობრივი კავშირები?

ნობელის პრემიის ლაურეატი, ფრანგი პროფესორი, ლუკ მონტანიე, ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსი, რომელმაც მთელი დედამიწა დააპაუზა, ბუნებრივი წარმოშობის არაა, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ფრანგი მეცნიერის მტკიცებით, კორონა ხელოვნურად შექმნა.
კოვიდ 19 შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობისას ხელოვნურად შექმნილი ვირუსი“, – ამბობს ლუკ მონტანიე და იქვე განმარტავს, რომ კორონავირუსის უჯრედში აივისა და მალარიის მიკრორგანიზმების მემკვიდრეული მასალა არსებობს, რაც  დიდი ეჭვის საფუძველს იძლევა.
ანის ლაბორატორია სპეციალიზებული იყო კორონავირუსებზე 2000-იანი წლებიდან. აღნიშნულ საკითხზე მუშაობაში მას  შესაბამისი გამოცდილება აქვ,ირწმუნება ფრანგი პროფესორი.
ამასთან, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის თაობაზე გარკვეული ეჭვები ამერიკელ სამხედროებსაც აქვთ. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ პენტაგონში აშშის შეიარღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა და საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ, მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები არ გამოირცხავენ ვერსიას, რომ კოვიდ-19ის ვირუსი ხელოვნურად იყოს შექმნილი.

ამერიკელმა სამხედროებმა ვირუსის წარმოშობის შესწავლა ეპიდემიის ადრეულ ეტაპზევე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ შეგროვებული მონაცემები ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს, ამ საკითხზე საბოლოო წერტილი ჯერ  არ დასმულა, – აღნიშნა გავლენიანმა ამერიკელმა სამხედრომ, რომლის განცხადებაც აშშ-ის პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას დაემთხვა, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა.

ერთი სიტყვით, რაც დრო გადის, კოვიდ-19-ზე ახალ-ახალი ინფორმაცია ვრცელდება. აქედან ზოგი სიმართლეა, ზოგი კი – მითი, თუმცა, ალბათ, მოვა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება. მანამდე კი „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს კლინიკა კანვენისსქესობრივი გზით გადამდები ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართულების ხელმძღვანელთან, კანისა და ვენდაავადებათა ეროვნული ცენტრის სწავლულ მდივან ვახტანგ კვირკველიასთან.

მოკლედ, გადადის თუ არა კორონა სექსით და არის თუ არა კორონაპანდემია აივ პანდემიაზე საშიში? – ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს წინამდებარე ინტერვიუდან გაიგებთ.

მოჰყვება თუ არა კოვიდ19 გართულებები ვენერიული დაავადებების კუთხით?

– არანაირად! ყოველ შემთხვევაში, ჯერ მსგავსი არაფერია აღწერილი.

სხვათა შორის, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობა სახლშია, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტების შესაძლებლობა და, შესაბამისად, ჩვენს კლინიკაში პაციენტთა მომართვიანობაც მკვეთრად შემცირდა.

ზოგი აბობს, რომ კორონას ახასიათებს სხეულზე გამონაყარი, ეს რით შეიძლება აიხსნას?

– კორონავირუსით დაინფიცირებას სხეულზე გამონაყარი არ ახასიათებს.

გადადის თუ არა კორონაინფექცია სექსით?

– ინფიცირებისთვის უბრალო კონტაქტიც საკმარისია. შესაბამისად, სქესობრივი კონტაქტის დროს, მით უმეტეს, გადადის.

კორონა იმაზე უფრო საშიშია, ვიდრე, თავის დროზე, აივისა და სხვა ვენერიული დაავადებების პანდემიები იყო?

– ამის მტკიცებულება ჯერ ოფიციალურად არავის გამოუქვეყნებია.

სხვათა შორის, ლუკ მონტანიე, რომელმაც  აივი აღმოაჩინა, ამტკიცბს, რომ კორონა ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, რომელშიც აივის და მალარიის ნაწილაკებია. ამაზე რას ფიქრობ?

– ძალიან საეჭვო დამთხვევაა, რომ ზუსტად ამ ქალაქში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ლაბორატორიაა, რომელიც სწორედ კორონავირუსზე მუშაობდა. შესაძლებელია, ლაბორატორიის რომელიმე თანამშრომელი დაინფიცირდა ამ ახალი ვირუსით და შემდეგ, ისე, რომ მან ამის შესახებ არც იცოდა, ქალაქში გავრცელდა, თუმცა ვიმეორებ: ამის მტკიცებულება ჯერ არ გვაქვს.

ისე, თუ არსებობს  იმ ადამიანებს სტატისტიკა, რომლებიც აივინფექციაზე მკურნალობენ, კორონა რამდენს დაემართა? მით უმტეს, ცნობილია, რომ კორონას საწინააღმდეგო შიდსის პრეპარატი გამოიყენება.

– ასეთი სტატისტიკა არ გასაჯაროებულა, თუმცა, მართლაც, საინტერესო იქნებოდა.

 სხვადასხვა კვლევით, კორონა უფრო მამაკაცებს ერჩის. ბატონო ვახტანგ, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?

– ეს, ალბათ, უფრო შემთხვევითობაა და ამის ახსნა არ არსებობს.

ცნობილია, რომ ზოგ ადამიანს ვენერიული დაავადებები საერთო არ ემართება. შესაძლოა, კორონას შემთხვევშიც ასე იყოს?

– ეს ჯერ არავინ იცის. მომავალი გვიჩვენებს.

გიორგი აბაშიძე