დონეცკის აეროპორტის ყველა ტერმინალს ამბოხებულები აკონტროლებენ

tv1

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) მებრძოლები, ქალაქის ცენტრალური აეროპორტის ყველა ტერმინალზე კონტროლის დაწესებას ახერხებენ. ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс» -ი ავრცელებს. ,,აეროპორტის ყველა ტერმინალს ჩვენ ვაკონტროლებთ ,თუმცა ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა ფაშისტური დაჯგუფებებისაგან, ერთ-ერთ ცენტრალურს შესასვლელში დონბასის დროშა ფრიელებს. აეროპორტის სრულ კონტროლზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან საიდუმლო გასასვლელებში შესაძლებელია მტრის ფორმირებები იყვნენ გამაგრებულნი“ – აცხადებენ დონეცკის დავდაცვის კომიტეტის წევრები. 2 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკელმა მეამბოხეებმა აეროპორტზე კონტროლის დაწესება მოახერხეს, თუმცა 3 ოქტომბერს დილით თავად ამბოხებულთა სამეთაურო შტაბმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია. ქალაქ დონეცკის აეროპორტი უკრაინელი სამხედროების მიერ რამოდენიმე თვის მანძილზე კონტროლდებოდა და რეგიონში განხორციელებული ,,ანტიტერორისტული“ ოპერაციის მსვლელობის დროსაც, გამკაცრებული რეჟიმით ხორციელდებოდა ტერიტორიის დაცვა, თუმცა უახლოესი კვირის მანძილზე სიტუაცია შეიცვალა და უკრაინელი სამხედროების მიერ, უკანასკნელ დღეებში დონეცკის დასახლებული პუნქტების საარტილერიო ცეცხლით დაბომბვის შემდეგ, ადგილობრივმა ამბოხებულებმა ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. მინსკის შეთანხმების მიუხედავად, დონბასში კვლავ დენთის სუნი ტრიალებს.