როდის დაიწყება დიდი ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუირება?

სახელმწიფო დღეს ეპიდემიოლოგებისა და ექიმების მიერ იმართება და ბევრად წარმატებულად. მთავრობა გასუსულია! თუ სხვა ქვეყნებში ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, საქართველოზე იგივეს ვერ ვიტყვით.
ტელევიზიით დებატებს ვუყურებთ და დაავადებულთა ახალი ციფრები გვესმის. ამ დროს, რატომღაც, ყველა უგულებელყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარე თედროს ადხან გებრეიესუსის განცხადებას, რომელიც არაორაზროვნად მიუთითებს არასტაბილურ ვითარებაზე და დიდი ქალაქების ევაკუირების გეგმაზე.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ამ განცხადებას

„ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო!

პირველ რიგში, მშვიდობიანი დღე მინდა გისურვოთ. როგორც ცნობილია, წინა დღეებში მე უკვე გავაკეთე განცხადება იმის შესახებ, რომ COVID-19-ის აფეთქებას, გლობალურ მასშტაბში, უკვე შეიძლება მივანიჭოთ პანდემიის სტატუსი.
ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. მე ის მივიღე ორ მახასიათებელზე დაყრდნობით: ტემპისა და გავრცელების მასშტაბის მიხედვით.
ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადასტურებს 130 000 შემთხვევას 118 ქვეყანაში. სამწუხაროდ, რიგი ქვეყნები საკმაოდ უდიერად მოექცნენ ჩვენს რეკომენდაციებს და არ გამოხატეს პოლიტიკური ნება, საფრთხე კონტროლს ქვეშ აეყვანათ. ყველა ვხედავთ, ამან სავალალო შედეგები მოიტანა.
სიცხადე მინდა შევიტანო ჩემს განცხადებაში: ის, რომ ჩვენ მოცემულ ვითარებას პანდემია ვუწოდეთ, არ ნიშნავს, რომ ქვეყნები უნდა დანებდნენ და ბრძოლა არ გამოუცხადონ მას. ამ პანდემიის კონტროლზე აყვანა შესაძლებელია.
მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, მიიღონ კომპლექსური ზომები მდგომარეობის შესაბამისად, ჩაატარონ ჩვენ მიერ რეკომენდებული ღონისძიებები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს შემდეგი სტრატეგიის რეალიზაციისკენ, რომლის საფუძველში დევს ოთხი ამოცანა:

  1. სრული მზადყოფნა.
    ამ ეტაპზე 77 ქვეყანაში არ არის დაფიქსირებული დაავადების არც ერთი შემთხვევა, ხოლო 55 ქვეყანაში ავადობის რიცხვი 10 შემთხვევას არ აღემატება.
    ასევე იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი გავრცელდა, არსებობს ტერიტორიული არეალები, რომელიც ინფექციისგან თავისუფალია. ქვეყნების ხელისუფალთა ხელშია, რომ ეს სიტუაცია შეინარჩუნონ და მოსახლეობა, საჭიროების შემთხვევაში, ამ არეალებში გაამწესონ;
  2. დაავადებულების გამოვლენა, პროფილაქტიკა და მკურნალობა.
    შეუძლებელია ებრძოლო ვირუსს, თუ არაფერი იცი მისი გავრცელების შესახებ. აუცილებელია ეპიდზედამხედველობის გაზრდა ინფიცირებულთა გამოვლენისთვის, მათი იზოლაცია, ტესტირება და თითოეული დაავადებულის მკურნალობა, რითაც დაირღვევა ავადობის გავრცელების ჯაჭვი;
  3. დაავადების გავრცელების წინასწარი აღკვეთა.
    ადამიანთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ინფექციის გადაცემა. იზოლაციაში გადავიყვანოთ დაავადებულები, ხოლო მათთან მჭიდრო კონტაქტში მყოფები კი _ კარანტინში. განსაკუთრებული ყურადღების ობიექტები უნდა გახდნენ მოხუცთა თავშესაფრები;
  4. ინოვაციური გადაწყვეტილებების მონახვა და გამოცდილების გაზიარება.
    ჩვენ შევეყარეთ ახალ ვირუსს და ახალ სიტუაციას. ჩვენ არ გვაქვს მასთან ბრძოლის გამოცდილება და ყველანი ახლა ვიძენთ ამას. თითოეული ქვეყნის გამოცდილება ჩვენთვის შეიძლება, მაგალითად იქცეს.
    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუდმივად ეხმარება ყველა ქვეყანას.
    ჩვენ გავუგზავნეთ ინდივიდუალური თავდაცვის მარაგი 57 ქვეყანას, ვგეგმავთ გავუგზავნოთ კიდევ 28 ქვეყანას, ასევე მოვამარაგეთ 120 ქვეყანა ლაბორატორიული მასალებით.
    ჩვენ გამოვაქვეყნეთ საგზაო რუკა, ასევე უმნიშვნელოვანესი პროტოკოლების სერია, სადაც გაწერილია გამოკვლევათა ჩატარების რიგითობა.
    ჩვენ მიერ გამოქვეყნებულია ტექნიკური რეკომენდაციების კომპლექსური პაკეტი. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე OpenWHO დადებულია აუდიოკურსები COVID-თან ბრძოლის შესახებ.
    მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან და საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან ერთად ჩვენ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ასევე ფიფასთან. სამუშაო შეხებები გვაქვს გაეროსთან, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს მზადყოფნის სტრატეგიის შემუშავებაში.
    ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მზადყოფნის პაკეტისთვის შემოტანილია 440 მილიონ დოლარზე მეტი თანხა.
    ჩვენ მადლობას ვუხდით იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს დაავადებასთან ბრძოლაში. ამჟამინდელი სიტუაცია არასტაბილურია, ამიტომაც შედეგისთვის გვჭირდება მაქსიმალური მოქნილობა. ჩვენ ვთხოვთ ქვეყნებს, სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოყონ ფინანსირება მიზნობრივი მიბმის გარეშე.
    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხარდაჭერისა და სიმტკიცისთვის.
    სულ ვიმეორებ, რომ ეს პრობლემა ყველა ჩვენგანს ეხება“.

ეს გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარის პირადი განცხადება, სადაც წინადადებებს შორის ცდილობს, ზედმეტი პანიკის გარეშე მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, რომ ვითარება არასტაბილურია და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, მთავრობას მოუხდეს მოსახლეობის ევაკუაცია დიდი ქალაქებიდან ე. წ. ინფექციისგან თავისუფალ არეალებში.
ასევე ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მედმუშაკები ყველაზე დაუცველები აღმოჩნდნენ ვირუსთან ბრძოლაში. ამ ეტაპზე მთელ მსოფლიოში ერთადერთი პრობლემა დგას _ მედმუშაკებს არ ჰყოფნით ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, მიუხედავად იმისა, რომ პირბადეების წარმოება 40%-ით გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გააკეთა შOშ-გზავნილი იმის შესახებ, რომ დეფიციტი წარმოიშვა იმის გამო, რომ პანდემიის ისტერიის ფონზე განუსაზღვრელი რაოდენობით დაიწყეს პირბადეებისა და ანტისეპტიკური საშუალებების შესყიდვა. არადა, პირბადეები, პირველ რიგში, ექიმებსა და მათ პაციენტებს სჭირდებათ, რათა გარშემომყოფები დაიცვან ვირუსის გავრცელებისგან.
შესაბამისად, არ აქვთ რა პირველადი თავდაცვის ისეთი საშუალებები, როგორიც არის _ ხელთათმანები, სამედიცინო პირბადეები, რესპირატორები, სათვალეები, ხალათები და ა. შ., ექიმები, მედდები და პირველი რგოლის მედმუშაკები თავად დგებიან რისკის ქვეშ, რის გამოც შეიძლება, ვერ მოახერხონ სათანადო დახმარების აღმოჩენა COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის.
„სამედიცინო პერსონალის დაცვის გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებთ შევაჩეროთ COVID-19“, _ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარე თედროს ადხან გებრეიესუსმა. მისი განმარტებით, ყოვლად დაუშვებელი რამ მოხდა, როდესაც COVID-19-ის დაფიქსირებისთანავე დაიწყო მთელ რიგ პროდუქციაზე ფასების აფეთქება. ქირურგიულ ნიღბებზე ფასები 6-ჯერ გაიზარდა, რესპირატორ #95-ზე _ სამჯერ, სამედიცინო ხალათებზე _ ორჯერ.
დღეს მსოფლიო ბაზარზე ფასებით მანიპულირებენ, რომლის დროსაც აღნიშნული პროდუქციის მარაგებს იღებენ არა თავად პირველი შემკვეთები, არამედ ისინი, ვინც ბევრად მაღალ ფასს შესთავაზებენ მყიდველს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გააგზავნა ნახევარი მილიონი ინდივიდუალური კომპლექტი 47 ქვეყანაში, მაგრამ ყველა მათგანი ელვის სისწრაფით გაიხარჯა.
მოდელირების მონაცემებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელთათმანების საჭიროებას ხედავს 76 მილიონი წყვილის ოდენობით ყოველთვიურად, 1,5 მილიონი სათვალისა და 89 მილიონი პირბადის.
ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შემდეგ ქვეყნებში უზრუნველყოფს პირბადეებისა და სხვა დამცავი საშუალებების გაგზავნას:
წყნარი ოკეანის დასავლეთი მხარე: კამბოჯა, ფიჯი, კირიბატი, ლაოსის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, მონღოლეთი, ნაურუ, პაპუა-ახალი გვინეა, სამოა, სოლომონის კუნძულები, ტონგა, ვანუატუ და ფილიპინები.
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია: ბანგლადეში, ბუტანი, მალდივი, მიანმა, ნეპალი და ტიმორ-ლეშტი.
აღმოსავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთი: ავღანეთი, ჯიბუტი, ლიბანი, სომალი, პალესტინა, სუდანი, იორდანია, მაროკო და ირანი.
აფრიკის რეგიონი: სენეგალი, ალჟირი, ეთიოპია, ტოგო, კოტ-დ’იუვარი, მავრიკია, ნიგერია, უგანდა, ტანზანია, ანგოლა, განა, კენია, ზამბია, ეკვატორული გვინეა, გამბია, მადაგასკარი, მავრიტანია, მოზამბიკი, სეიშელის კუნძულები და ზიმბაბვე.
რაც შეეხება იტალიას.
დღესდღეობით დაავადებულების ყველაზე დიდი რიცხვი, ჩინეთის შემდეგ, დაფიქსირებულია იტალიაში _ 9172 ადამიანი. ამ მაჩვენებლით ევროპულმა ქვეყანამ გადაუსწრო სამხრეთ კორეას, სადაც ინფიცირებულია 7,4 ათასი ადამიანი. COVID-19-ის აფეთქებამ იტალიაში წაიღო 463 იტალიელის სიცოცხლე. ლეტალური დასასრულის საშუალო ასაკი იყო 81,4 წელი.
დღეს იტალიის ქუჩები დაცარიელებულია. ყველა ოჯახი ოთხ კედელშია ჩაკეტილი. იზოლაცია თითოეულ მოქალაქეს შეეხო მიუხედავად იმისა, აქვთ მათ სიმპტომები თუ არა. იტალიაში სახელმწიფოს COVID-19-თან ბრძოლაში დიდი დახმარება აღმოუჩინეს კერძო კლინიკის ექიმებმა.
ოფიციალურად მსოფლიოში დაფიქსირებულია 5397 კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილი, 144 ათასზე მეტი შემთხვევა და 70 000-ზე მეტი განკურნებული.
რასთან არის დაკავშირებული ასეთი ზომები? როგორც რიგი მეცნიერები მიიჩნევენ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა შეუძლებელია. კორონას მიერ გამოწვეულ ინფექციურ პროცესს თან სდევს ე. წ. ანტისხეულებზე დამოკიდებული ინფექციის გაძლიერება, ანუ ანტისხეულები აძლიერებენ ინფექციურ პროცესს, რომელსაც იწვევს კორონავირუსი. ამიტომაც საინკუბაციო პერიოდი გრძელდება ორი კვირა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის საწინააღმდეგო არა ვაქცინა, არამედ პრეპარატი შექმნან.
ვირუსის მახასიათებელი გახლავთ ისეთი, რომ ერთი ადამიანი ასნებოვნებს, საშუალოდ, 1,5-დან 3,5 სხვა ადამიანს. ექსპერტების გათვლებით, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში დაახლოებით ორი-მესამედი დაავადების შემთხვევებისა არ არის გამოვლენილი. მიზეზი გახლავთ ის, რომ COVID-19 ხშირად გადაიტანება, როგორც მსუბუქი გაციება, რომელსაც არ ახასიათებს პათოგნომიური (ავადმყოფობის დამახასიათებელი ნიშანი, _ რედ.) კლინიკური სიმპტომები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც მოგზაურობს რკინიგზის სადგურებისა და აეროპორტების გავლით, ვირუსის გამავრცელებელია.
სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ გამოვლენილ შემთხვევებს. თუ არ დატესტე, ვერ გამოავლენ. ამ შემთხვევაში კი ეპიდსიტუაცია ყოველთვის შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან.
50 წელს ქვემოთ პაციენტებში ლეტალურობა 1%-ზე დაბალია. ის, თუ რატომ არის კორონავირუსი უსაფრთხო 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ამის მიზეზს ეძებენ. სახელდება ბავშვის იმუნიტეტის თავისებურება და ქრონიკული დაავადებების არარსებობა. თუმცა არის მოსაზრება, რომ ეს დაკავშირებულია სამიზნე ცილების, ACE2-ის მომატებულ რაოდენობასთან, რომელიც ასაკოვან კონტინგენტში მეტია (და ასევე მწეველებში) და რომელსაც ეკვრის კორონავირუსი.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანას აქვს სამი სცენარი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად.
კორონავირუსი ეს არის უნიკალური კლასის ვირუსი, რომელსაც შეუძლია ევოლუცია განიცადოს და აქვს სამი სტადია. პირველი სტადია არის ჩვეულებრივი კორონავირუსი _ COVID-19, მეორე სტადია მისი ბევრად სრულყოფილი ვარიანტია _ SARS-COV-2 და მესამე, ყველაზე სახიფათო _ SARS-COV-3. დღესდღეობით მეცნიერები მუშაობენ მის მესამე ნივთიერებაზე, რომ გაიგონ ის და შექმნან შრატი. არსებობს პირველი და მეორე სტადიის ვაქცინა, მაგრამ მესამე სტადიის არ აქვთ. თუმცა, სავარაუდოდ, მასაც შეიმუშავებენ.

თამარ როსტიაშვილი