COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ვირუსია? _ სკანდალური მითები უხილავ მტერზე

მსოფლიო უხილავ მტერ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოცხად. ადამიანები დარწმუნებული არიან, რომ ეს ომი მათი გამარჯვებით დამთავრდება და ახალი კორონავირუსი, ადრე თუ გვიან, განიარაღდება, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ჭორ-მართალი ერთმანეთში ირევა. ყოველ შემთხვევაში, თანდათან აქტუალური ხდება შეთქმულების თეორია იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურადაა შექმნილი. თუ ამ ვერსიას გავყვებით, გამოდის, რომ COVID-19 ერთგვარად ბიოლოგიური იარაღია, თუმცა ეპიდემილოგები და კლინიცისტები ამბობენ, რომ ახალი „შავი ჭირის“ ლეტალობა მაინცდამაინც მაღალი არაა. სწორედ ამიტომაც COVID19-ს ბიოლოგიური იარაღის, ასე ვთქვათ, სტატუსი არ აქვს მინიჭებული. რა იქნება მომავალში? – ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი „ქრონიკა+“ ინტერნეტსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვერსიებზე დაყრდნობით, ახალი კორონავირუსის, როგორც ხელოვნურად შექმნილი „მკვლელის“, ერთგვარ ანოტაციას შემოგთავაზებთ.

მოკლედ, დავიწყოთ იქიდან, რომ ხელოვნურობის ელფერი მსოფლიოში აქამდე არსებულ თითქმის ყველა პანდემიას ახლდა და ამ კუთხით გამონაკლისი არც კორონაა. მოცემულ შემთხვევაში კი ხელოვნურობის ვერსიას ერთი გარემოება ამყარებს. კერძოდ, COVID19-მა გასული წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ ვუჰანში იფეთქა. ეს ის ქალაქია, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი ლაბორატორია მდებარეობს. ჰოდა, იმთავითვე ითქვა, რომ კორონა სწორედ ამ ლაბორატორიაში შეიქმნა და „შემთხვევით გამოჟონა“.

სხვათა შორის, „შემთხვევით გამოჟონის“ გარდა, ის ვერსიაც არსებობს, რომ ვუჰანელებმა თითქოს ღამურის სუპი მოამზადეს და სწორედ ეს გახდა კორონას აფეთქების საბაბი. ღამურის სუპის ვერსია ოფიციალურად ჯერ არავის დაუდასტურებია, მაგრამ საქმეში ჩახედულნი მიიჩნევენ, რომ ვუჰანის ზემოხსენებულ ლაბორატორიაში კვლევები ღამურებზეც მიმდინარეობს და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ გასაგებია, „ღამურის სუპის“ ვერსია რატომაც გაჩნდა.

ზოგადად, მსოფლიო პანდემიებზე, ანუ უცნობ ვირუსებზე არაერთი მძფარსიუჟეტიანი ფილმია გადაღებული. ამ მხრივ კი ერთ-ერთი ყურადსაღები „ინფიცირებაა“, რომელიც ეკრანებზე 9 წლის წინათ, 2011 წელს გამოვიდა და სადაც მთავარ როლებს ჰოლივუდელი ვარსკვლავები ასრულებენ. ფილმის რეჟისორი სტივენ სოდერბერგია. კინოსურათი 106 წუთს გრძელდება და მასში იმის შესახებაა ლაპარაკი, რომ მსოფლიო ახალმა უცნობმა ვირუსმა მოიცვა, რომელიც უსწრაფესად ვრცელდება. ყველა, ვისაც „ინფიცირება“ ნანახი აქვს, დამეთანხმება, რომ ეს ფილმი-წინასწარმეტყველებაა, რომელიც მსოფლიოში დღეს შექმნილ ვითარებას ზედმიწევნით ასახავს, ანუ „ინფიცირება“ კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია შეთქმულების თეორიისთვის, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურადაა შექმნილი, თუმცა ზემოხსენებულ ფილმში ვირუსის ხელოვნურობაზე არაფერია ნათქვამი და ფინალში ირკვევა, რომ ახალი უცნობი ვირუსი ადამიანზე ღორიდან გადავიდა, ანუ ღამურამ შეჭამა ბანანი, რომლის ნარჩენიც გოჭმა დააგემოვნა. შემდეგ ეს გოჭი რესტორანში „მოხვდა“ და ამერიკელ ქალს, რომელიც ერთ-ერთი აზიური ქვეყნის მეგაპოლისში იმყოფებოდა, რესტორნის იმ მზარეულთან, რომელმაც დაინფიცირებული ღორისგან კერძი მოამზადა, ახლო კონტაქტი ჰქონდა _ მასთან სურათი გადაიღო.

მიიჩნევა, რომ ნებისმიერი ფანტასტიკა, ადრე თუ გვიან, რეალობა ხდება ხოლმე. „ინფიცირებაც“ შესაძლოა, ამ კუთხით განვიხილოთ, თუმცა ცხადია, იმ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, რომ 9 წლის წინათ ჰოლივუდს ზემოხსენებული ფილმის გადაღება „შეუკვეთეს“ და ამით მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიისთვის, ერთგვარად, მოამზადეს.

ეჭვს, რომ COVID-19 შესაძლოა, ხელოვნურად იყოს შექმნილი, კიდევ ერთი მოსაზრება ამყარებს. ამჯერად მხედველობაში გვაქვს ამერიკელი მწერლის, დინ კუნთსის ნოველა _ „სიბნელის თვალები“, რომელიც 39 წლის წინათ, ანუ 1981 წელსაა დაწერილი. 312-გვერდიან ნოველაში პირდაპირაა ნათქვამი, მოვა დრო და ჩინეთში უცნობი ინფექცია გავრცელდება, რომელიც მალე მთელ მსოფლიოს მოედებაო.

„სიბნელის თვალების“ სიუჟეტის თანახმად, ახალგაზრდა ამერიკელი, მეგობრებთან ერთად, კარვებით მოგზაურობაში წავა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდება. ამის შემდეგ დედა დაკარგული შვილის ძებნას იწყებს და აღმოაჩენს, რომ მისი შვილი ცოცხალია და „ცუდ ადამიანებს“ საიდუმლო სამხედრო ბაზაზე დაპატიმრებული ჰყავთ.

ნოველის ერთ-ერთი პერსონაჟი ჩინელი მეცნიერი ლი ჩენია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადის და კომპაქტდისკი ჩააქვს, რომელზედაც ჩინეთში შექმნილ ახალ ბიოლოგიურ იარაღზე მნიშვნელოვანი ჩანაწერები ინახება.

„სიბნელის თვალებში“ ყველაზე სკანდალური კი ის გახლავთ, რომ მასში ნახსენებია ჩინეთის ქალაქი ვუჰანი (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალმა კორონავირუსმა სწორედ ქალაქ ვუჰანში იფეთქა). მეტიც, მწერალი უცნობ ვირუსს, რომელიც დედამიწას გადაშენებით ემუქრება, „ვუჰხან400“-ის სახელით მოიხსენიებს.

ვუჰან 400“ ჩინელებმა იმიტომ გამოიგონეს, რომ ქალაქები და ქვეყნები ძვირადღირებული სამუშაოების გარეშე გააქრონ. „ვუჰან 400“ ბრწყინვალე იარაღია. ის მხოლოდ ადამიანებს აზიანებს და სხვა ცოცხალ არსებას არ ემართება. „ან 400“, როგორც სიფილისი, სხეულს გარეთ ერთ წუთზე მეტხანს ვერ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად ვერ აბინძურებს სუბიექტს ან კონკრეტულ ადგილებს“, – „სიბნელის თვალების“ ერთ-ერთი პერსონაჟი.

მხატვრულ ლიტერატურას თავი რომ დავანებოთ, ახალი კორონავირუსის ხელოვნურობაზე აქცენტს აკეთებს ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილი წარმომადგენელი, დანი შოჰანიც, რომელმაც თებერვალში გავლენიან „ვაშინგტონ თაიმსს“ სკანდალური ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ახალ ბიოლოგიურ იარაღზე სწორედ ვუჰანის ლაბორატორიაში მუშაობდნენ.

„კორონავირუსი, ბიოლოგიური იარაღის შექმნის საიდუმლო პროგრამის მიხედვით, წარმოიშვა ჰანის ლაბორატორიაში. სხვათა შორის,  2015 წელს ამ ლაბორატორიაზე რეპორტაჟი მომზადდა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, თუ რა მიმართულებებზე აკეთებს ეს ორგანიზაცია აქცენტს,“ – უთხრა ამერიკელ ჟურნალისტებს ებრაელმა შოჰანმა.

მართალია, შოჰანის ამ ვერსიას ფართო გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ გასული წლის ბოლოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პრინციპში, ღიად განაცხადა, რომ ჩინეთში შესაძლოა, საიდუმლო პროგრამები განეხორციელებინათ და ბიოლოგიური იარაღი შეექმნათ.

ყველა ზემოთ მოყვანილ შეთქმულებას კი, როგორც იტყვიან,  რამდენიმე დღის წინ შვედეთში მომხდარმა ფაქტმა დაუსვა წერტილი, თუმცა ვიდრე ამ ფაქტის შესახებ მოგიყვებით, გეტყვით, რომ შვედეთი, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მასობრივი კარანტინი არ გამოუცხადებია.

ახლა კი რაც შეეხება ფაქტს, რომლის შესწავლაც შვედურმა სპეცსამსახურებმა დაიწყეს. შვედური მედიის ცნობით, პაციენტს, რომელსაც ინსულტი ჰქონდა და რომელიც აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფებოდა, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

„ვინაიდან პაციენტი COVID-19-ის ინკუბაციის დროზე მეტხანს იმყოფებოდა საავადმყოფოში, დასკვნაა, რომ ის საავადმყოფოში დაინფიცირდა და იმის გამო, რომ ამ დროის განმავლობაში აკრძალული იყო პაციენტთან ვიზიტი, შიშობენ,  ინფექცია საავადმყოფოს შიგნით  ხელოვნურად გაავრცელეს“, – წერს შვედური მედია.

სხვათა შორის, მსგავსი შემთხვევების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებიც იუწყებიან. ყველაფერი ეს კი, ბუნებრივია, ნოყიერ ნიადაგს ქმნის საიმისოდ, რომ ახალი კორონავირუსი საზოგადოების ნაწილმა ხელოვნურად შექმნილად მონათლოს.

გავყვეთ ხელოვნურობის ვერსიას და დავსვათ კითხვა, _ ვის აწყობდა COVID-19-ის ლაბორატორიაში შექმნა და მისი ხალხში გაშვება, მით უმეტეს, მაშინ, როცა ამ ინფექციას, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ადამიანების 80 პროცენტი უსიმპტომოდ გადაიტანს, ანუ ლეტალობა ისეთი დიდი და საგანგაშო არ ექნება, როგორც, მაგალითად, ებოლას ან აქამდე ჩვენთვის ცნობილი სხვა ვირუსების პანდემიების დროს იყო?

ეს, ერთი შეხედვით, უპასუხო კითხვაა, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგი შეცვალა, ასევე შეიცვალა ადამიანთა ქცევის კულტურაც, ანუ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პლანეტაზე ახალი რეალობაა _ დაცარიელებულია უდიდესი მეგაპოლისები, მუშაობა შეწყვიტეს გიგანტურმა კომპანიებმა. ყველაფერი ეს კი კორონაჟამიანობის შემდეგ ეკონომიკაზე აისახება. ე. ი., პანდემია დასრულდება თუ არა, ჩვენ, ყველანი, ახალი მსოფლიო წესრიგის მოწმენი გავხდებით! უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, პოსტკორონისეულ ეპოქაში ზესახელმწიფოების ცნება შეიცვლება და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ მაგალითად, ევროკავშირის ყოფნა-არყოფნაზე კითხვებიც დაისვას. ასევე აშშ-მ ჩინეთი, რომელიც კორონამდე მსოფლიოში ერთ-ერთი მძლავრი ეკონომიკის მფლობელი იყო, დასაჯოს და ამის თაობაზე ღია მინიშნებები თეთრ სახლშიც კეთდება. ყოველ შემთხვევაში, ტრამპი და მისი გარემოცვა ამბობს, რომ ჩინეთმა ახალ კორონავირუსზე ინფორმაციები, პირველ ეტაპზე, დამალა და ამის გამო  უმკაცრესად აგებს პასუხს.

ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიერ თეთრი სახლისთვის წარდგენილი მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთში COVID-19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, ამერიკულმა დაზვერვამ თეთრ სახლს საიდუმლო მოხსენება გასულ კვირას წარუდგინა.

რატომ გააყალბა ჩინეთმა ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა? – ეს პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო სკანდალის ახალი თემა იქნება, თუმცა, ჯერჯერობით, ისაა საკითხავი, თუ როდის დასრულდება პანდემია და როდის დაიწყებს დაქოქვას დაპაუზებული დედამიწა!

ასეა თუ ისე, ჩვენ, ყველას, ისღა დაგვრჩენია, სპეციალისტების რეკომენდაციებს მივყვეთ – დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ჰიგიენის წესები და იმის იმედი არ დავკარგოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ყველაფერი კი კარგად აუცილებლად იქნება, რადგან ჩვენმა პლანეტამ კორონავირუსამდე სხვა უხილავ მტერთან ბრძოლაშიც გაიმარჯვა და მხოლოდ „ისპანკა“ და „შავი ჭირი“ კი არა, ებოლაც დაამარცხა და – „ღორის გრიპიც“!

ასე რომ, ჯანმრთელობას გისურვებთ და გახსოვდეთ, შინ ჯდომისას შეთქმულების თეორიებსაც აქვთ არსებობის უფლება!

გიორგი აბაშიძე