ებოლას ვირუსი შტატებს უტევს

გ1

ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ქვეყნის სამედიცინო უწყებაზე დაყრდნობით სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. შესაბამისი დიაგნოზი ტეხასის შტატში მცხოვრებ მამაკაცს დაუსვეს, პაციენტი ქალაქ დალასის ინფექციურ იზოლიატორშია მოთავსებული. ახალგაზრდა მამაკაცს დაავადების სიმპტომები მას შემდეგ დაეწყო, რაც ის ლიბერიიდან დაბრუნდა. აღსაღნიშნავია, რომ ავადმყოფი თვითმფრინავში თავს კარგად გრძნობდა. როგორც ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დალასის ბიუროს ხელმძღვანელი ზახარ ტომსონი აცხადებს ,,ეს აფრიკა არაა, ეს ამერიკაა და ჩვენ ყველანაირ დონეზე ვართ მზად აღნიშნული დაავადება შევაჩეროთ“ – განაცხადა ტომსონმა. მიმდინარე წლის 27 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ებოლას ვირუსზე კვლევა საერთო ჯამში 13 ადამიანს ჩაუტარდა, გარდა ამისა ოთხი ამერიკელი ვოლონტიორი, რომლებსაც ვირუსი აფიკაში შეეყარათ, ჯორჯიის შტატის სამედიცინო იზოლატორებში არიან მოთავსებული და თავს უკეთესად გრძნობენ. მსოფილო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემებით, ხუთ დასავლურ აფრიკულ ქვეყანაში (გვინეა,ლიბერია,სიერა-ლეონე,ნიგერია და სენეგალი) ებოლას ვირუსით 6573 ადამიანი დასნებოვნდა, აქედან 3091 გარდაიცვალა. რაც შეეხება დაავადების წარმოშობის კერას, ის პირველად მიმდინარე წლის თებერვალში გვინეაში გამოჩნდა.